ელენე ხოშტარია - ისტორიის ის ფურცელი, როდესაც არჩევნები არის ცემა-ტყეპა, უნდა დაიხუროს

მინდა სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოვუცხადო დაზარალებულ პირებს, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს, - ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რითაც დღეს რუსთავში, „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბთან მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა.

ხოშტარიას თქმით, ეს იყო ძალადობა და ძალაუფლების შენარჩუნებით შიშით შეპყრობილი ადამიანების ქცევა.

„დღეს ჩვენ ვნახეთ ის, რისი შეცვლაც გვინდა ამ ქვეყანაში. ეს არის იმ ხალხის გაწირვა, ვინც რუსთავში „ქართული ოცნების“ აქტივისტია. ამ ხალხს ძალადობისთვის, კანონის დარღვევისთვის სწირავენ. ისტორიის ის ფურცელი, როდესაც არჩევნები არის ცემა-ტყეპა, უნდა დაიხუროს. კოალიციის სახელით, მინდა ხაზი გავუსვა, რომ მშვიდობიანი ცვლილების ჩვენს პრინციპს ვერაფერი შეცვლის. ჩვენ გავაგრძელებთ მოქალაქეებზე ზრუნვას. ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა, მოქალაქეს რა პოლიტიკური პოზიცია აქვს ან რომელი პარტიის აქტივისტია. აბსოლუტურად ყველა მოქალაქის გვერდით ვიქნებით, ვინც ამ სისტემის მსხვერპლია. ამ არჩევნებს ბოლომდე მშვიდობიანად მივიყვანთ და შევცვლით, შემდეგ კი ვანახებთ მაგალითს, თუ როგორ იქცევა გამარჯვებული და ის, ვინც ზრუნავს მოქალაქეზე და არა პარტიაზე“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა