გიგა ფარულავა  - ის, რომ ნანა ლემონჯავა, რომლის მეუღლესაც ორგანიზაცია „ოცნებამ“ 1200-ლარიანი სამსახური დააწყებინა, აღარ იქნება პარტია "საქართველოსთვის" წევრი, კარგია

ის რომ ნანა ლემონჯავა, რომლის მეუღლესაც გია ხასაიას ორგანიზაცია ოცნებამ 1200 ლარიანი სამსახური დააწყებინა, აღარ იქნება პარტია "საქართველოსთვის" წევრი, კარგია, - ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა სოციალურ ქსელში დაწერა, რითაც ხასაიას მიერ პარტიის დატოვების შესახებ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

გიგა ფარულავას თქმით, მან უნდა იცოდეს, რომ საზოგადოება ამ გადაწყვეტილებას სწორად შეაფასებს.

“პირდაპირ ვამბობთ, რომ ჩვენ ჩვენს მხარდამჭერებს და გუნდის წევრებს, არანაირი მატერიალური ფასეულობებით არ ვიჭერთ, ჩვენი პარტია გაერთიანებულია ღირებულებების გარშემო, როგორიცაა კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი.

არც 1000- ლარიან და არც 500 - ლარიან სამსახურებს ვპირდებით მათი ოჯახის წევრებს, რადგან ვთვლით, რომ გუნდის ასეთი წევრები არ გვჭირდება არც ჩვენ და მით უფრო, არ ჭირდება ქვეყნის მომავალს, სახელმწიფოს!

ამიტომ, ის რომ ნანა ლემონჯავა, რომლის მეუღლესაც გია ხასაიას ორგანიზაცია ოცნებამ 1200 ლარიანი სამსახური დააწყებინა, აღარ იქნება პარტია "საქართველოსთვის" წევრი, კარგია. რადგან ჩვენს პარტიაში მისნაირი ადამიანების ადგილი უბრალოდ არ არის!

ქალბატონმა ნანამ უნდა იცოდეს, რომ ასეთი ამბები არ იმალება და საზოგადოება სწორად შეაფასებს მის ამ გადაწყვეტილებას!”, - აღნიშნავს გიორგი ფარულავა „ფეისბუქზე“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო