ლევან ხაბეიშვილი მიხეილ სააკაშვილს - მინდა გამძლეობა გთხოვო და მოგიწოდო, გულში ატარო ჯვარი, რომელიც შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია - ძალიან მალე დაგიხსნით რუსების ტყვეობისგან

მინდა გამძლეობა გთხოვო და მოგიწოდო, გულში ატარო ის ჯვარი, რომელიც შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია - ძალიან მალე დაგიხსნით რუსების ტყვეობისგან, - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა რუსთავში საქართველოს ექსპრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, სადაც მისი მხარდამჭერი აქცია იმართება.

მან საპატიმროში მყოფი მიხეილ სააკაშვილი გაამხნევა და აღნიშნა, რომ ის ძლიერი, გაუტეხელი ადამიანია, რომელსაც უყვარს ქართველი ხალხი, ღმერთი და ყველა რელიგიის მიმდევარი.

„მიშა სააკაშვილმა საქართველოს დაუბრუნა გამარჯვების 5 - ჯვრიანი დროშა, ჩვენს დროშაზე გამოსახულია 5 ჯვარი, ჩვენს გერბზე გამოსახულია წმინდა გიორგი. მესამე პრეზიდენტმა მისი საპრეზიდენტო ფიცი დადო გელათის სამონასტრო კომპლექსში, დავით აღმაშენებლის საფლავზე. რუსული „ოცნება“ არ აძლევს შესაძლებლობას, რომ მისი ხის ჯვარი, რომლესაც მკერდი ატარებდა, საპატიმროშიც ჰქონდეს. აი, ამ მიშა სააკაშვილს აბრალებს რუსული „ოცნება“, თურმე ეკლესიას, რწმენას ებრძვის, არადა მითხარით დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში კიდევ ერთი ეპოქა, როცა იმაზე მეტი ტაძარი აშენდა, ვიდრე სააკაშვილის პირობებში, ან იმაზე მეტის სამონასტრო კომპლექსი აღდგა და ჩაუტარდა რესტავრაცია, ვიდრე სააკაშვილის პერიოდში. მითხარით კიდევ ერთი მმართველობის პერიოდი, როცა საპატრიარქოს რეიტინგი იყო 99% , მითხარით კიდევ ერთი მმართველობის პერიოდი, როცა კიდევ უფრო მეტად დაფასებული იყო ეკლესია და მოძღვარი. სწორედ იქ ურტყამენ რუსები, სადაც ყველაზე ძლიერია მიხეილ სააკაშვილი. მიხეილ სააკაშვილი ნამდვილად არის ძლიერი, გაუტეხელი, მას უყვარს მისი ხალხი, ღმერთი და მას უყვარს ყველა რელიგიის მიმდევარი, ის პატივს სცემს ყველას და მას ნამდვილად უყვარს მისი ეკლესია. ჩემო მიშა, მინდა აქედან გაგამხნევო, როგორც შენ, ისევე მეც და ჩვენი მილიონობით თანამოქალაქე ატარებს ჯვარს მკერდით, ხის, უბრალო, მაგრამ ძალიან ძვირფას ჯვარს, მინდა გამძლეობა გთხოვო და მოგიწოდო, რომ გულში ატარო ის ჯვარი, რომელიც შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ძალიან მალე დაგიხსნით რუსების ტყვეობისგან“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს