ნიკა მელია - რატომ დადის გაცეცხლებული ღარიბაშვილი ქალაქიდან ქალაქში და რატომ გვწყევლის დანარჩენ საქართველოს? - გამარჯვებას ვერანაირი ხრიკებით ვერ მოიპოვებს

რატომ დადის გაცეცხლებული ბატონი ღარიბაშვილი ქალაქიდან ქალაქში ყოველდღე და რატომ გვწყევლის დანარჩენ საქართველოს?, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ და თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება კოალიციური ერთობით დამარცხდება.

„იმიტომ, რომ ის არის კარგად ინფორმირებული, გამორიცხულია 30 ოქტომბერს, თუკი ჩვენ ძალიან მყარად და მაგრად დავდგებით, ისევე, როგორც ვიყავით და ვართ მთელი ამ წლების განმავლობაში, გამარჯვებას ვერანაირი ხრიკებით ვერ მოიპოვებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ოპოზიცია, როგორც არასდროს არის გაერთიანებული. შეგახსენებთ, არ არის აუცილებელი ყველა ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერს მზე და მთვარე ამოგვდიოდეს სხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერებზე და პირიქით, მაგრამ ტრადიციულად, ყოველთვის ხელისუფლება დამარცხებულა კოალიციური ერთობით და ჩვენ ეს შევძელით თბილისში, რუსთავში, თელავში, ბათუმში, სხვაგან და სხვაგან. ჩვენ თუ იმის გარკვევას დავიწყებთ, ვინ მოგვწონს და ვინ არ მოგვწონს, პირდაპირ გეუბნებით, სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილი დიდი ხანი იქნება ამ რეჟიმის მსხვერპლი და მრავალი ჩვენგანი იქნება იმიტომ, რომ ეს არის რეჟიმი და რეჟიმს ამარცხებს მხოლოდ და მხოლოდ ერთობა, გულანთებულობა, პატრიოტიზმი და არა წუწუნი. არა იმის თქმა, რომ არჩევნებს აზრი არ აქვს“, - განაცხადა მელიამ.

მან აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობიდან აუცილებლად გათავისუფლდება.

„თუკი რამეში ეჭვი არ მეპარება ისაა, რომ მიხეილ სააკაშვილი ამ უკანონო პატიმრობას დატოვებს, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ ადრე დატოვოს, ვიდრე გვიან“, - განაცხადა მელიამ.

ამასთან, ნიკა მელიას თქმით, დღეს ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული არჩევნებში მონაწილეობა და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება.

"არ დაგიმალავთ, გული მწყდება, "ნაციონალური მოძრაობის" მცირე ნაწილი ამბობს, რომ არჩევნებს აზრი არ აქვსო, არჩევნებში მონაწილეობას რა მნიშვნელობა აქვსო და ამავე დროს საუბრობს სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებაზე. პირდაპირ გეუბნებით, რომ ერთი მეორესთან მჭიდროდ არის დაკავშირებული", - განაცხადა მელიამ.

მისივე თქმით, სააკაშვილი თავისუფლება სჭირდება ქვეყნის მომავალს.

"ზრუნვა სააკაშვილს კი არ სჭირდება როგორც ქვეყნის მესამე პრეზიდენტს, თუკი რამეს სჭირდება ზრუნვა ამ ქვეყნის მომავალს და ღირსების შენარჩუნებას. მიხეილ სააკაშვილი იყო თანამედროვე ქართული სახელმწიფოს ამშენებელი, რომლის მმართველობის პირობებში მოდერნიზდა სახელმწიფო. სანამ სააკაშვილი რეჟიმს ციხეში ჰყავს დატყვევებული, თითოეული საქართველოს ღირსება შენარჩუნებული მოქალაქის ვალია არის, რომ ეს ყველაფერი აღარ გრძელდებოდეს და სააკაშვილი იყოს თავისუფალი. ეს სჭირდება ქვეყნის მომავალს და განვითარებას. სააკაშვილმა განგებ გადადგა ის ნაბიჯი, რომელიც გადადგა. რომ არა გულანთებული ქართველი, რომ არა ის ამოცანები, რომელიც ასი ათასობით საქართველოს მოქალაქეს აქვს, რომ ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანა იხილოს დიდი ევროპული ოჯახის რიგებში , სააკაშვილი ამ ნაბიჯს არ გადადგამდა", - განაცხადა მელიამ.

ნიკა მელიამ ასევე აღნიშნა, რომ 30 ოქტომბერი არის ძალიან ბევრი რამის განმსაზღვრელი, მათ შორის იმის, რომ 30 ოქტომბერს გადაწყდება საქართველოს სახელმწიფოს სახით გააგრძელებს განვითარებას თუ "ვიქცევით რუსეთის ფედერაციის უკანა ეზოდ".

"30 ოქტომბერს გადაწყდება სააკაშვილი მრვალი წელი იქნება იქ, სადაც ახლა არის და ბევრი ჩვენგანი კიდე იქ ვიქნები, თუ იქ აღარ იქნება. ხოდა, ჩვენ გადავწყვიტოთ 30 ოქტომბერს გვიღირს ბრძოლა თუ არ გვიღირს. ეს არის სიმართლე", - განაცხადა მელიამ და აღნიშნა: "ქართულ ოცნებას" ჰქონდა ერთადერთი იმედი, რომ მეორე ტურში მონაწილეობა არ მიგვეღო და ეს იყო მათი ბრძოლის ოცნება".

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა