მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, სამოქალაქო აქტივისტებმა რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებასთან კარავი გაშალეს

რუსთავში, მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან, სადაც მიხეილ სააკაშვილი სასჯელს იხდის, სამოქალაქო აქტივისტებმა კარავი გაშალეს.

ერთ-ერთი აქტივისტის, გელა უდუმაშვილის განცხადებით, ამ ფორმით ისინი მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნას აპროტესტებენ და სანამ სააკაშვილი არ გათავისუფლდება, ტერიტორიაზე კარავი იქნება გაშლილი.

“მესამე პრეზიდენტი, ჩვენი ქვეყნის აღმშენებელი ადამიანი, რომელიც არის დიდი იდეის მატარებელი, არ უნდა იჯდეს ციხეში. შესაბამისად, სამოქალაქო ატივისტებმა, რომლებსაც არავითარი კავშირი არ გვაქვს არცერთ პარტიასთან და მოძრაობასთან, გადავწყვიტეთ ჩვენი პროტესტი ასეთი ტიპის აქციით. ჩვენ აქ ვიქნებით, შევეცდებით მაქსიმალურად დავრჩეთ, ვიდრე ჩვენი და საქართველოს მოქალაქეების უმეტესი ნაწილის მოთხოვნა არ იქნება დაკმაყოფილებული, ანუ საქართველოს მესამე პრეზიდენტი არ იქნება გათავისუფლებული”, - განაცხადა უდუმაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო