ნიკა მელია - 30 ოქტომბერი ან გადატეხავს ქვეყნის განვითარების ჩარხს, რომ ტრიალებდეს სწორად, ან ლუკაშენკოს ბელარუსად გადაქცევამდე ბევრი არ გვიკლია

არაფერია ისეთი მტკივნეული, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ ვითომ მხარდამჭერი გეუბნება - „რას აკეთებ იმისათვის, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხიდან დაიხსნა“ - ეს არის მტკივნეული, შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ოპოზიციის ნაწილის თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ რუსთავის ციხესთან გამართულ აქციაზე განაცხადა.

როგორც მელიამ აღნიშნა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გადამწყვეტი მნიშვნელობის იქნება.

„30 ოქტომბერი ან გადატეხავს ამ ქვეყნის განვითარების ჩარხს წაღმა, რომ ის ტრიალებდეს სწორად და არა უკუღმა, ან ლუკაშენკოს ბელარუსად გადაქცევამდე ბევრი არ გვიკლია.

ვერც ვინატრებდით, იმდენად განსხვავებული ადამიანები გავერთიანდით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ერთნაირი უნდა ვიყოთ. ერთი მიზანი და ამოცანა გვაქვს, რომ პოლიტიკური დევნა შეჩერდეს, პოლიტიკური პატიმრები არ გვყავდეს, მიხეილ სააკაშვილი ციხეში არ იჯდეს და იყოს უკანასკნელი პოლიტიკური პატიმარი და ამის გარშემო ყველა გავერთიანდით. სხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს ნუ მოვთხოვთ, ისე ილაპარაკოს და იაზროვნოს, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა. ეს ასე არ იქნება და არც მინდა, რომ იყოს - ამას არ ვმალავ. მინდა, რომ მრავალფეროვანი ქვეყანა გვქონდეს, სადაც პოლიტიკის კეთების შესაძლებლობა ყველას ექნება. მაშინ რა განსხვავებაა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმისგან? ჩვენ რა გვინდა, რომ ერთპარტიული მმართველობა იყოს და ჩვენ ვიყოთ ხელისუფლებაში სულ? არა, ქვეყანა ასე ვერ განვითარდება. ჩვენ ისეთი განვითარება გვინდა, როგორიც ცივილიზებულ სამყაროშია - აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში. ეს დემოკრატიები თავისთავად გულისხმობს მრავალფეროვნებას და კოალიციურ მთავრობას. ამას შევეგუოთ მეც, თქვენც და „ნაციონალური მოძრაობის“ თითოეული ამომრჩეველი“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო