საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტმა ილიაუნისთან თანამშრომლობით თბილისის დებატების სკოლა გახსნა

საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტმა (GIDE) პროექტის „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით თბილისის დებატების სკოლა გახსნა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, დებატების სკოლაში მოსწავლეები ორეტაპიანი კონკურსის შედეგად შეარჩიეს. სკოლაში გაწევრიანებულ მოზარდებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, ჩაერთონ პროექტით დაგეგმილ ყველა აქტივობაში, კონკურსსა თუ ტურნირში როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

მათივე ინფორმაციით, დებატების სკოლის პირველი კურსი 8 თვე გაგრძელდება.

სწავლების პროცესში, რომელიც ყოველკვირეულად 2 საათს მოიცავს, ასწავლიან ფორმალური დებატების ტექნიკას და სახალისო აქტივობებით მოსწავლეებს ისეთ უნარებს განუვითარებენ, რომლებიც მათ აკადემიურ სწავლაში შეუწყობს ხელს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ პროექტი „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ მიზნად ისახავს მოსწავლეებში თავისუფალი და დამოუკიდებელი მოქალაქის უნარების განვითარებას და ისეთი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების ხელშეწყობას, როგორებიცაა: კონსტრუქციული მსჯელობა, არგუმენტაცია, მასალების მოძიება, ორატორობა, გუნდურობა, დროის მართვა, ოპონენტის პატივისცემა და სხვ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა