იუსტიციის მინისტრი - კითხვაზე: არის თუ არა #18  სასჯელაღსრულების დაწესებულება მულტიფუნქციური კლინიკა, გიპასუხებთ შემდეგს: ეს დაწესებულება პაციენტის მისაღებად მზადაა

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მისაღებად და სამკურნალოდ სასჯელაღსრულების #18 დაწესებულება მზადაა.

ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ბოლო დასკვნაც, რაც კონსილიუმმა დადო, ეს არის სარეკომენდაციო ხასიათის. ამ დასკვნაში საუბარია შემდეგზე, რომ თუ გახდება ჰოსპიტალიზაცია საჭირო, უნდა განხორციელდეს მულტიპროფილურ კლინიკაში. აქ საუბარი სამოქალაქო კლინიკაზე, რაზეც ზოგიერთი ტელევიზიის წარმომადგენლები და მათ შორის, ზოგიერთი ოპონენტიც საუბრობს, არ ყოფილა.

რაც შეეხება კითხვას, სად იქნება გადაყვანილი და შეესაბამება თუ არა #18 სასჯელაღსრულების დაწესებულება განსაზღვრულ სტანდარტებს, რაც დადგენილია მულტიფუნქციური კლინიკისთვის, გიპასუხებთ შემდეგს: გუშინ ჩვენ ვიმყოფებოდით სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში და როგორც ექიმები გვეუბნებიან, დაწესებულება პაციენტის მისაღებად მზადაა,“ - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს