რატი ბრეგაძე - სახალხო დამცველის დასკვნაში ერთი ფაქტობრივი შეცდომა იყო - ექიმი - რეანიმატოლოგი ამ ეტაპზე ნამდვილად არის სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 დაწესებულებაში

ჩვენ ძალიან აქტიური თანამშრომლობა გვაქვს ნინო ლომჯარიასთან - ის პირადად ჩემი ინიციატივით იქნა მოწვეული ამ სამუშაო ჯგუფში, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

ბრეგაძის თქმით, ამ ჯგუფის ყველა წევრი ძალიან აქტიურად არის ჩართული პატიმარ სააკაშვილის უფლებრივი მდგომარეობის საკითხებში.

„ჯგუფის საქმიანობაში ასევე ჩართულია ქალბატონი ნინო ლომჯარია, ხოლო რაც შეეხება მის დასკვნას, ერთი ფაქტობრივი შეცდომაც იყო - ექიმი რეანიმატოლოგი ამ ეტაპზე ნამდვილად არის სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 დაწესებულებაში“, - განაცხადა ბრეგაძემ.

ცნობისთვის, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მიღებისთვის N18 დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმეს.

ომბუდსმენის განცხადების თანახმად, შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ დაწესებულებაში არსებული ვითარება, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით.

ამასთან, სახალხო დამცველის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ დაწესებულებაში ამჟამად არ მუშაობს ექიმ-რეანიმატოლოგი, თუმცა ადმინისტრაციის განმარტებით, უახლოეს პერიოდში ელოდებიან შესაბამის სპეციალისტებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა