მარიამ ქვრივიშვილი ტურიზმის მსოფლიო სამიტში მონაწილეობას მიიღებს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, ესპანეთში ტურიზმის მსოფლიო სამიტში მონაწილეობს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო სამიტი „Future of Tourism World Summit" გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მხარდაჭერით იმართება.

მათივე ცნობით, საქართველოს დელეგაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი ხელმძღვანელობს. სამიტში ასევე მონაწილეობს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი.

როგორც უწყებაში განმარტავენ, სამიტის ფარგლებში, გაიმართება მაღალი დონის მინისტერიალი, რომელზეც საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი სიტყვით გამოვა. ასევე, დაგეგმილია საქართველოს დელეგაციის წევრების მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრებიც.

სამიტის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა პანელური დისკუსიაც, სადაც მონაწილეები ერთმანეთს კოვიდურ პერიოდში მიღებულ გამოცდილებას გაუზიარებენ. საუბარი შეეხება ტურიზმის აღდგენის გეგმებს, სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიას, ურბანულ ტურიზმს, მომხმარებელთა და ტურისტთა დაცვას.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სამიტი „Future of Tourism World Summit" ესპანეთში, ბარსელონაში 26-27 ოქტომბერს გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოს 70 ქვეყნის 80 სპიკერი ტურიზმის სამინისტროების, ადმინისტრაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა