გიორგი გელხაური - მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილის ციხიდან იმ კლინიკაში გადაყვანა, რასთან დაკავშირებითაც კონსილიუმმა იმსჯელა

ადვოკატ გიორგი გელხაურის განცხადებით, მნიშვნელოვანია მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხიდან იმ კლინიკაში გადაყვანა, რასთან დაკავშირებითაც კონსილიუმმა იმსჯელა.

ადვოკატის თქმით, სააკაშვილს კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია არ შეუცვლია.

“ერთ-ერთი სასიცოცხლო მაჩვენებელი ნიშნულს ქვეშ, კრიტიკულ ზღვარს ქვემოთ იყო ჩამოსული. რეანიმობილის ჩარევის შემდგომ ეს რამდენიმე ხანში გამოსწორდა. თუმცა, აქ მთავარია, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება კრიტიკულ ზღვარს ქვემოთ ჩავიდეს მისი სასიცოცხლო მაჩვენებელი და ამიტომ, მნიშვნელოვანია მისი ჰოსპიტალიზაცია. მნიშვნელოვანია მისი გადაყვანა იმ კლინიკაში, რომელზეც კონსილიუმმა იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება”, - აცხადებს გიორგი გელხაური.

გურამ იმნაძე - ქვეყანას სხვა ტიპის ნარკოპოლიტიკა სჭირდება - მხოლოდ დასჯა, მხოლოდ საპოლიციო მიდგომები ცალსახად არასაკმარისია ამ პრობლემასთან საბრძოლველად
ირაკლი მელაშვილი  -  თუ ოპოზიციამ ასე გააგრძელა, 2024 წლის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში შეიძლება უფრო მეტი მანდატი მიიღოს, ვიდრე ახლა აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2023
წინანდლის მამული Grand Jury Du Vin-ის ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძისა  და ბადრი ჯაფარიძის მიმართ, რომლებიც „ლელოს“  უნიჭო კამპანიის უკან დგანან, ჩვენი მხრიდან სამართლებრივი რეაგირება იქნება
„დანკინის“ ბარისტათა საერთაშორისო კონკურსზე საუკეთესო ყავის მომზადებისთვის ქართველი ბარისტა დააჯილდოვეს
კომპანია „ავერსი“ ფარმაცევტებს პროფესიულ დღეს ელოცავს