ბექა ბასილაია - კონსილიუმის ერთ-ერთი  წამყვანი წევრი, მაღალი რეპუტაციის მქონე ექიმი ტოვებს ჯგუფს, ეს ნიშნავს ერთადერთს - სახელმწიფოს მხრიდან  ხდება სააკაშვილის სიცოცხლით მანიპულირება

ყველა ქართველს უნდა ესმოდეს, რომ ორგანიზებული კრიმინალის დამმარცხებელი პრეზიდენტი არ შეიძლება აღმოჩნდეს კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელთა გარემოცვაში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ, მისი დაცვის ქვეშ მყოფის, სასჯელაღსრულების მე-18 დაწესებულებაში, საჭიროების შემთხვევაში, გადაყვანასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფო მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლითა და ჯანმრთელობით მანიპულირებს.

„კონსილიუმმა დადო დასკვნა. კონსილიუმის დასკვნა არ სრულდება იუსტიციის სამინისტროს მხრიდან. კონსილიუმის დასკვნის შესაბამისად, სახალხო დამცველმა გასცა რეკომენდაცია, რომ მე-18 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა არ უნდა მოხდეს. ამის შემდეგ კონსილიუმის ერთ-ერთი მთავარი წამყვანი წევრი, საზოგადოებისთვის ცნობილი, მაღალი რეპუტაციის მქონე ექიმი ტოვებს კონსილიუმს, ეს ნიშნავს ერთადერთს - სახელმწიფოს მხრიდან ხდება მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლითა და ჯანმრთელობით მანიპულირება, მისი უსაფრთხოებით მანიპულირება და ამის უფლება ქართველმა ხალხმა და საზოგადოებამ არ უნდა მივცეთ.

ამასთან, იუსტიციის მინისტრი არ საუბრობს იმ რისკებზე, რაც მე -18 დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ არსებობს. უფრო მეტიც, მათი პოზიცია არის იმდაგვარი, რომ ამ საკითხის მიჩქმალვა უნდათ. საერთოდ არ უნდათ, რომ ეს საკითხები საზოგადოებრივი მსჯელობის საგანი გახდეს. მაგრამ მთავარი არის ერთი - ყველა ქართველს, ამ ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს, რომლისთვისაც კანონიერება არის მნიშვნელოვანი, უნდა ესმოდეს, რომ ორგანიზებული კრიმინალის დამმარცხებელი პრეზიდენტი არ შეიძლება აღმოჩნდეს კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელთა გარემოცვაში“, - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

პაატა ზაქარეიშვილი - ხელისუფლება თავისი პოლიტიკით საქართველოსა და კავკასიაში  რუსეთის პოზიციებს აძლიერებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2023
ლევან  შენგელია - საქართველოს შემთხვევაში „სუვერენული დემოკრატია“ საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის ხასიათსაც ატარებს და ის აშკარად არ არის დასავლეთისკენ მიმართული
Apple-ისთვის პროგრამული ენის შესასწავლად BTU IOS LAB-ში საბავშვო კოდინგის კურსი დასრულდა
ბორუსან კატმა კოლეჯ „სპექტრში“ სასწავლო ცენტრი გახსნა
კახა ოქრიაშვილი NDI-ის კვლევაზე - მოსახლეობის ნახევარი უმუშევარია - აი, ეს არის სიმართლე
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთი 2023 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ოფიციალური პარტნიორია