ალუდა ღუდუშაური - სახალხო დამცველი ვერ აბარებს ნეიტრალიტეტის ტესტს - მას სულ უფრო და უფრო უჭირს თავისი პოლიტიკური სიმპათიების მოთოკვა

სახალხო დამცველი ვერ აბარებს ნეიტრალიტეტის ტესტს - ეს არის სრულიად ნათელი და ცალსახა. სახალხო დამცველს სულ უფრო და უფრო უჭირს თავისი პოლიტიკური სიმპათიების მოთოკვა და სააშკარაოზე გამოტანა, ამიტომ ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ იმ მოცემულობით, რაც არის - კონსილიუმის წევრები, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები რასაც იტყვიან, ისე მოიქცევა იუსტიციის სამინისტრო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წვერმა ალუდა ღუდუშაურმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "ნიუსრუმში" განაცხადა, რითაც სასჯელაღსრულების მე-18 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის საკითხზე ნინო ლომჯარიას განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ციხის საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოება დაცული იქნება.

„სააკაშვილი არის სიმულიანტი და მის მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად დამსახურებული ეპითეტები სრულიად ლეგიტიმურია. მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ სახელმწიფო ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ყველაფერს გააკეთებს ისე, როგორც არის ეს კანონის მოთხოვნების თანახმად. შესაბამისად, არანაირი საფრთხე არ დაემუქრება და არც ახლა ემუქრება სააკაშვილის ჯანმრთელობას. შესაბამისად, ყოველგვარი სპეკულაცია თითქოს და რაიმე სახის სამედიცინო მომსახურება შეიძლება არ ჩაუტარდეს, ან ვერ ჩაუტარდეს ციხის სამედიცინო დაწესებულებაში, მგონია, რომ მორიგი სპეკულაციაა და მეტი არაფერი.

მე ვისურვებდი, რომ სახალხო დამცველი ყოფილიყო თანმიმდევრული არაერთ საკითხთან მიმართებაში და განსაკუთრებით, როდესაც საკითხი ეხება პოლიტიკურად მგრძნობიარე საკითხებს. ასეთ შემთხვევაში სახალხო დამცველი ვერ აბარებს ნეიტრალიტეტის ტესტს - ეს არის სრულიად ნათელი და ცალსახა. სახალხო დამცველს სულ უფრო და უფრო უჭირს თავისი პოლიტიკური სიმპათიების მოთოკვა და სააშკარაოზე გამოტანა, რომ აღარაფერი ვთქვათ მის წარმომადგენლებზე, ამიტომ ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ იმ მოცემულობით, რაც არის - კონსილიუმის წევრები, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები რასაც იტყვიან, ისე მოიქცევა იუსტიციის სამინისტრო და იუსტიციის მინისტრმა სრულიად ამომწურავად გასცა პასუხი.

როდესაც სახალხო დამცველი საუბრობს რაიმე უსაფრთხოების ნაკლებ დაცვასთან და რისკებთან დაკავშირებით, მე მინდა ყველას ვუთხრა, რომ სწორედ ერთ-ერთი გარემოება, რის გამოც სწორედ ეს დაწესებულება იქნა შერჩეული, არის სწორედ მაღალი უსაფრთხოების გარანტია. ციხის საავადმყოფო აბსოლუტურად უსაფრთხოა“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

ცნობისთვის, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მიღებისთვის N18 დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმეს.

ომბუდსმენის განცხადების თანახმად, შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ დაწესებულებაში არსებული ვითარება, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს