მიხეილ სარჯველაძე - როგორ ფიქრობთ, პატიმრის კერძო კლინიკაში გაყვანა მხოლოდ პატიმრის  სურვილზეა დამოკიდებული?! - ეს ასე არ არის და წესი ყველასთვის წესია!

როგორ ფიქრობთ, პატიმრის კერძო კლინიკაში გაყვანა მხოლოდ პატიმრის სურვილზეა დამოკიდებული?! - ეს ასე არ არის და წესი ყველასთვის წესია! – ასე უპასუხა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დასმულ კითხვას პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ.

სარჯველაძემ აქვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ განსაკუთრებულ სტატუსსა და რეჟიმს არც ერთი პატიმარი არ იმსახურებს.

„მე-18 პენიტენციურ დაწესებულებასთან დაკავშირებით მედიკოსთა მულტიფუნქციური ჯგუფის დასკვნაზე დაყრდნობით გაკეთდა შეფასება, რომ მოხერხებადია უკლებლივ ყველა იმ სერვისის მიწოდება, რაც შექმნილი ვითარების გათვალისწინებით აუცილებელია. უსაფრთხოების თვალსაზრისით არავითარი საფრთხე და რისკი არ არსებობს. შესაბამისად, ამ პირობებში არ შეიძლება ხელაღებით მოთხოვნა იმისა, რომ გინდა თუ არა სამედიცინო სერვისის მიწოდება რომელიმე კერძო კლინიკაში განხორციელდეს, რაკი რომელიმე პატიმარს ასე სურს. ეს სამართლებრივი თვალსაზრისით გაუმართლებელია.

რაც შეეხება ომბუდსმენის განცხადებას, აღნიშნული გარემოებები მხედველობაში მანაც უნდა მიიღოს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა