გიგი წერეთელი - სააკაშვილი შესაბამის საავადმყოფოში უნდა გადაიყვანონ და რაც მთავარია, უნდა დასრულდეს მის მიმართ პოლიტიკური შურისძიება

ხელისუფლება, გარდა იმისა, რომ დააპატიმრა მიხეილ სააკაშვილი და აიღო ძალიან მძიმე პასუხისმგებლობა, ახლა კიდევ უფრო ამძიმებს ამ პასუხისმგებლობას, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას.

გიგი წერეთლის განცხადებით, სააკაშვილი შესაბამის საავადმყოფოში უნდა გადაიყვანონ და უნდა დასრულდეს მის მიმართ პოლიტიკური შურისძიება.

მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გათვალისწინებით, ექიმებიც, უფლებადამცველებიც და სხვებიც, ვინც ერკვევიან ვითარებაში, ყველა ამტკიცებს უკვე, რომ მისი გადაყვანა სასწრაფოდ არის აუცილებელი მრავალპროფილურ კლინიკაში. ამის ძალიან ბევრი არგუმენტი არსებობს. თუ ეს ასე არ ხდება, ხელისუფლება, გარდა იმისა, რომ დააპატიმრა მიხეილ სააკაშვილი და აიღო ძალიან მძიმე პასუხისმგებლობა, ამით ახლა კიდევ უფრო ამძიმებს ამ პასუხისმგებლობას. მძიმდება თავად მესამე პრეზიდენტის მდგომარეობაც საპატიმროში. ახლა ერთადერთი გამოსავალი ამ წუთისთვის, რა თქმა უნდა, არის მისი გადაყვანა შესაბამის საავადმყოფოში, სადაც იქნება სრული მოცულობა იმ სერვისების, იმ შემთხვევაში თუ მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდება, ხოლო მთავარი გადაწყვეტილება ამის არის, რომ პოლიტიკურ შურისძიებას თავი უნდა დაანებონ და სააკაშვილი გაათავისუფლონ საპატიმროდან,“ - განაცხადა წერეთელმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა