BTU-ს ჩართულობით, კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კვირეული დაიწყო

კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით, საქართველოში 25-29 ოქტომბერს მედიაწიგნიერების კვირეული ტარდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კვირეულში მონაწილეობას იღებენ როგორც საჯარო, ასევე - საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები და კერძო სექტორი. კვირეულში მონაწილეობს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, რომელიც სხვადასხვა ტრენინგებსა და ღონისძიებებს დაინტერესებულ მხარეებს სთავაზობს.

კვირეულის ორგანიზატორი არის კომუნიკაციების კომისია, როგორც ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი ორგანიზაციაა.

,,კვირეულში მონაწილე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, აქტივობების სერიას სთავაზობს სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფს: ტრენინგები ციფრული მედიაწიგნიერებისა და კიბერჰიგიენის მიმართულებით, რომელსაც ქვეყნის წამყვანი ექსპერტები ჩაატარებენ. სკოლის ასაკის ბავშვების, სტუდენტების, მშობლების, მასწავლებლებისა და 60+ ასაკობრივი ჯგუფების გადამზადება ციფრული წიგნიერების სხვადასხვა კომპონენტებში კვირეულის ფარგლებში იწყება და რამდენიმე თვეს გაგრძელდება.

ამ დრომდე BTU-მ 500-ზე მეტი ბენეფიციარი გადაამზადა აღნიშნულ სფეროებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. კომუნიკაციის კომისიის მხარდაჭერით, სამაგისტრო საფეხურზე დაემატა საგანი ციფრული „მედიაწიგნიერება“. ჩატარდა არაერთი საინფორმაციო შეხვედრა და ვორქშოფი. კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, განმახორციელებელი ორგანიზაციების მიერ ვებგვერდსა და სოციალურ მედიაში გაზიარებულ ფორმებზე რეგისტრაციის შემდეგ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი