საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „არემჯის“ სამთო-გეოლოგიური ტექნოლოგიების ცენტრი გაიხსნა

კომპანია „არემჯიმ“, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ბაზაზე, ინოვაციური, სამთო-გეოლოგიური ტექნოლოგიების ცენტრი გახსნა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, საზეიმო ღონისძიებაზე „არემჯის“ აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე ლიპარტიამ და სტუ-ს რექტორმა დავით გურგენიძემ მხარეებს შორის არსებული მემორანდუმის ფარგლებში განახლებულ სამოქმედო გეგმას მოაწერეს ხელი. განახლებული გეგმა სტუდენტებისთვის არაერთი საინტერესო პროექტის შეთავაზებას ითვალისწინებს.

„განათლების ხელშეწყობა და სტუდენტური მხარდაჭერა ჩვენი კომპანიის CSR-პროგრამის ერთერთი პრიორიტეტია. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ვფიქრობ, რომ სწორედ ის სასწავლებელია, რომელიც ყველა ჩვენთვის საჭირო პროფესიას აერთიანებს. მოხარული ვარ, რომ ახალი სამთო-გეოლოგიური ტექნოლოგიების ცენტრი ღია იქნება სხვადასხვა საფეხურზე მყოფი სტუდენტებისთვის, რომლებიც თეორიულ ცოდნასთან ერთად, ადგილზე განსხვავებულ და თანამედროვე ტექნოლოგიებს შეისწავლიან“,- განაცხადა „არემჯის“ აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე ლიპარტიამ.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, „არემჯის“ სამთო-გეოლოგიური ტექნოლოგიების ცენტრი სრულიად ახალი თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი მულტიფუნქციური საგანმანათლებლო პლატფორმაა. ცენტრი ბაკალავრის საფეხურის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს მისცემს საშუალებას მაღალ ტექნოლოგიურ ბაზაზე იმუშაონ საკურსო, სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომებზე. ასევე, ცენტრში არსებული მძლავრი პროგრამული ბაზა სტუდენტებს მისცემს საერთაშორისო პროექტებში, კონფერენციებში, ვორკშოფებსა და ვებინარებში წარმატებული პოზიციონირების შესაძლებლობას.

„დღეს მნიშვნელოვანი დღეა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და „არემჯის“ ცხოვრებაში. ჩვენ კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ ურთიერთთანამშრომლობა, რომელსაც მრავალი წელია ერთად ვემსახურებით. სწორედ სამთო ფაკულტეტის აღზრდილები არიან, ის ინჟინრები, ტექნოლოგები, რომლებიც ამ დარგს ემსახურებიან. ახალგაზრდები, დამსაქმებლები, უნივერსიტეტები ერთად ეწევიან იმ შრომას, რომელსაც შემდგომში მათ დააყენებს იმ გზაზე, რომელსაც ჰქვია ქვეყნების განვითარება“, - განაცხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ.

ტექნოლოგიების ცენტრში პერიოდულად ლექციებს და სემინარებს გამართავენ „არემჯის“ მენეჯერები და სხვადასხვა მიმართულების ხელმძღვანელები, ასევე მოწვეული ქართველი და საერთაშორისო სპეციალისტები.

კომპანიის ცნობით, სამთო-გეოლოგიური ტექნოლოგიების ცენტრი, „არემჯისა“ და ტექნიკურ უნივერსიტეტის წარმატებული თანამშრომლობის შედეგია და ის საქართველში სამთო-გეოლოგიის მიმართულების განვითარებას ისახავს მიზნად.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა