ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ვაქცინაციის მარათონის ფარგლებში, ერთ კვირაში 1200-მდე პირი აიცრა

ვაქცინაციის მარათონის ფარგლებში, ერთ კვირაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 1200-მდე პირი აიცრა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

როგორც ამირან გამყრელიძე განმარტავს, ვაქცინაციის მარათონის ფარგლებში იმუნიზაციის მსურველების აქტივობა მაღალი არ არის.

„ქვეყნის 49 დიდი სოფელში, სადაც 3 ათასზე მეტია მოსახლეობა, იქ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, სამინისტროს წარმომადგენლები, ადგილობრივი ხელისუფლება, საზოგადოებრივი ჯანდაცვა ატარებს მოსამზადებელ სამუშაოებს. კარდაკარ ჩამოვლა ხდება და მოწვევა. რომ გითხრათ, ძალიან დიდია აქტივობა, არა, მაგრამ მარტო აცრა არ არის სამიზნე. სამიზნე არის კიდევ მეტი ინფორმაციის მიტანა სოფლის მოსახლეობასთან. თითოეულ ამ სოფელში მოსახლეობის 10-15 პროცენტი არის აცრილი, ძირითადად მუნიციპალურ ცენტრებში ჩასვლით. ჩვენ დამატებით 1200-მდე ადამიანი ავცერით. მარათონი დაწყებულია შიდა და ქვემო ქართლში, ასევე დაიწყო კახეთში, მცხეთა-მთიანეთში.

ალბათ, მე წავალ ოთხშაბათს სამცხე-ჯავახეთის დიდ სოფლებში, შემდეგ დასავლეთ საქართველოში. დღეს მარათონი იმერეთში დაიწყო, პაატა იმნაძეა წასული და ხათუნა ზახაშვილი. ასევე ერთვება რაჭა-ლეჩხუმი და გურია. აჭარაში დაწყებულია ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის და სამინისტროს ძალებით, ალბათ, არჩევნების შემდეგ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიც იქნება წარმოდგენილი“,- აღნიშნავს გამყრელიძე.

მისივე ინფორმაციით, მოსახლეობა უარს იმუნიზაციაზე რამდენიმე მიზეზით ამბობს, მათ შორის, არის აცრის შიში. როგორც გამყრელიძე განმარტავს, მთავარი პრობლემა მოსახლეობასთან იმუნიზაციის მნიშვნელობაზე ნაკლები კომუნიკაციაა.

„საჭიროა მოსახლეობასთან მეტი კომუნიკაცია. ძირითადი წინააღმდეგობა და ბარიერი არის აცრის შიში, ჩვენ ვიცით, რომ აცრები ძირითადად ბავშვთა ასაკში ტარდება და ხანდაზმულებს, მოზრდილებს რატომ გვჭირდებაო. ნაკლები აქვთ ინფორმაცია, ისევ და ისევ ფიქრობენ, რომ კორონავირუსი არ არის განსაკუთრებული დაავადება, გრიპია, სურდო, გადაიტანენ და იმუნიტეტი ექნებათ.

ასევე არის სხვადასხვა მითი, რომ გართულებებს მოგვცემს. საუბარია უშვილობაზე, რეპროდუქციულ სისტემაზე, სხვადასხვა დაავადების განვითარებაზე. ამბობენ, რომ ვაქცინირებულებიც ავადდებიან და რატომ შველის ვაქცინა, თუმცა, როდესაც ავხსნით, რომ ვაქცინირებულებში სიკვდილი, ჰოსპიტალში და რეანიმაციაში მოთავსების რისკი დაბალია, შეიძლება დაითანხმო“,- აღნიშნავს გამყრელიძე.

ცნობისთვის, ვაქცინაციის მარათონი 18 ოქტომბერს დაიწყო.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს