ამირან გამყრელიძე - სავალდებულო ვაქცინაცია გადასაწყვეტად რთული საკითხია, ვფიქრობ, განხილვის საგანი გახდება - მასწავლებლები გვეუბნებიან, რომ თუ სავალდებულო გახდება, აიცრებიან

ზოგადად, სავალდებულო ვაქცინაციის შემოღება მარტივი არ არის, გადასაწყვეტად რთული საკითხია, ვფიქრობ, განხილვის საგანი გახდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

როგორც გამყრელიძე განმარტავს, განსაკუთრებით პედაგოგები მოითხოვენ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა სავალდებულო იყოს.

„გვეუბნებიან, რატომ არ ხდით ვაქცინას სავალდებულოს. განსაკუთრებით მასწავლებლები გვეუბნებიან, რომ თუ სავალდებულო გახდება, აიცრებიან. მოგეხსენებათ, ეს საკითხი შემდგომში განიხილება. პრემიერი იღებს გადაწყვეტილებას, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარეა. ზოგადად, სავალდებულო ვაქცინაციის შემოღება მარტივი არ არის, მოგეხსენებათ, ეს ბევრმა ქვეყანამ ვერ განახორციელა. ზოგმა კი, თუმცა, ბევრმა ვერა. ზოგი ფიქრობს, რომ წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის უფლებებთან და ასე შემდეგ. რთული საკითხია გადასაწყვეტად, ვფიქრობ, რამდენიმე განხილვის საგანი გახდება“, - აღნიშნავს გამყრელიძე.

როგორც ამირან გამყრელიძე განმარტავს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მხოლოდ რეკომენდაციებს გასცემს, გადაწყვეტილებას კი საკოორდინაციო საბჭო, პრემიერი იღებს.

ცნობისთვის, გუშინ პრემიერმა განაცხადა, რომ ის, როგორც საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე და პრემიერ-მინისტრი, არ დაუშვებს ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა