მიხეილ სარჯველაძე - არც ერთი ოპოზიციური კანდიდატი, როგორც ხელისუფალი მუნიციპალიტეტში, არ ივარგებს!

დიახ, ჩვენი პოლიტიკური პარტია ამბობს, რომ რომელიმე მუნიციპალიტეტში ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში მათი ინტერესი იქნება არა მოსახლეობის პრობლემებზე ზრუნვა და პრობლემების გადაჭრა, არამედ პოლიტიკური დაძაბულობის შექმნა - არც ერთი ოპოზიციური კანდიდატი, როგორც ხელისუფალი მუნიციპალიტეტში, არ ივარგებს! - ასეთ შეფასებას „ქართული ოცნების“ დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე აკეთებს.

სარჯველაძე ამბობს, რომ მუნიციპალიტეტის წარმატებულობაში ცენტრალური ხელისუფლების მონაწილეობა და თანამშრომლობა მნიშვნელოვანი ფაქტორია.

„მუნიციპალიტეტის გამართული საქმიანობისათვის ძალიან მნიშვნელოვანია კარგი თანამშრომლობა ცენტრალურ ხელისუფლებასთან. ამაში გასაკვირი არაფერია. ოპოზიციის მხრიდან კი დიდია ინტერესი, რომ მუნიციპალური ხელისუფლება ორიენტირებული იყოს პოლიტიკური დებატებზე, პოლიტიკურ ხმაურზე და არა პრობლემების გადაჭრაზე“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

სარჯველაძე დარწმუნებულია, რომ ყველა საარჩევნო ოლქში, სადაც ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურები იმართება, გამარჯვებას „ქართული ოცნების“ კანდიდატები შეძლებენ.

„ამის წინაპირობას პირველი ტურის შემდეგ არსებული პოლიტიკური ვითარება და კონფიგურაცია ქმნის. ეს კარგი წინაპირობაა გამარჯვებისთვის. ადვილად პროგნოზირებადია თუ რა შეიძლება ვიხილოთ არჩევნების მეორე ტურის შემდეგ - ოპოზიცია გარკვეული დესტრუქციული ელემენტების შემოტანასა და მოსახლეობის მხარდაჭერის დეფიციტის დესტრუქციული ქმედებებით გადაფარვას შეეცდება.

ყველა სახელმწიფო უწყება მოწოდების სიმაღლეზეა საიმისოდ, რომ არავის მიეცეს ქვეყანაში დესტაბილიზაციის შემოტანის შესაძლებლობა“, - განაცხადა სარჯველაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს