ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის „მეხუთე ტალღა“ არ არის დაწყებული და „მეოთხე ტალღის“ დაღმავალი პროცესი აღინიშნება

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის „მეხუთე ტალღა“ არ არის დაწყებული და „მეოთხე ტალღის“ დაღმავალი პროცესი აღინიშნება. ამასთან, ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა სამართავად ამ დროისთვის ქვეყანას საკამარისი რესურსი აქვს და საველე ჰოსპიტალის გამოყენების საჭიროება არ დგას.

„უპირველესად უნდა აღვნიშნოთ, „მეხუთე ტალღასთან“ ჩვენ ამ შემთხვევაში არანაირი საქმე არ გვაქვს, ეს არის „მეოთხე ტალღის“ გარკვეული პროცესი, რომელიც ჯერჯერობით არ დასრულებულა და აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია სწორი აქცენტების დაცვა. რაც შეეხება თვითონ ტალღის მიმართულებას აღმავალია თუ დაღმავალი, ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტალღა ამ ეტაპისთვის არის დაღმავალი, ვინაიდან ვაკვირდებით ინფექციის გავრცელების კოეფიციენტების, ეგრეთწოდებული RT-ეს შემცირებას, რომელიც დღესდღეობით უკვე 1,03 არის, რაც იმაზე მიუთითებს, რომ შემდგომი დღეების განმავლობაში მოხდება აბსოლუტურ რიცხვებში, ასევე ინფექციის კლება. რაც შეეხება რესურსებს, ამ ეტაპისთვის ჩვენ გაგვაჩნია საკმარისი რესურსები იმისათვის, რომ ვმართოთ ყველა პაციენტის საჭიროება, იმ შემთხვევაში თუ გართულდა გვაქვს ალტერნატიული გზებიც, რომელიც ერთხელ უკვე გამოვიყენეთ, ასეთია საველე ჰოსპიტალი, თუმცა დღევანდელი მაჩვენებლებით არ ჩანს იმის საჭიროება, რომ საველე ჰოსპიტალი დაგვჭირდეს “, - განაცხადა ტიკარაძე.

ესტონეთის ელჩი - რუსეთს არ სჭირდება წინაპირობა რომ ვინმეს დაესხას თავს, ის გახდა უფრო არაპროგნოზირებადი ვიდრე ოდესმე
გაგიკ ავაკიანი - რუსეთი იმ მდგომარეობაში არაა, რომ სომხეთის საშინაო პოლიტიკაში მისი ჩარევები  წარმატებული იყოს და მას რამე გამოუვიდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2022
ზვიად გუბელაძე - გაჟღერებული ბრალდებები, თითქოსდა ნიკა გვარამიას ტელევიზიის  ბალანსზე არსებული ავტომობილით სარგებლობის გამო მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა, არ შეესაბამება სიმართლეს და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას
ლიბერთი პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ სტრატეგიული პარტნიორი  გახდა
„გალერეა დემასში“ პრემიუმ ხარისხის ევროპული სლებების ასორტიმენტი განახლდა
Urban Hotel-ი მარტის დასაწყისიდან უკრაინელ დევნილებს მასპინძლობს
სიმსუქნის ქირურგიული მკურნალობა - ბარიატრიული ოპერაციები ბოჭორიშვილის კლინიკაში