თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, COVID-19-თან ბრძოლის ამ ურთულეს პერიოდში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (თსსუ) სოციალური პასუხისმგებლობა განუზომლად დიდია.

„თსსუ - უმაღლესი სამედიცინო განათლების ძირითადი კერა საქართველოში და მისი თანამშრომლები, სტუდენტები პანდემიის დაწყების დღიდან აქტიურად არიან ჩართული უხილავ მტერთან ბრძოლაში.

დღეს, როცა პანდემიის დასრულების გზა ვაქცინაციაზე გადის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა, მისი უპირველესი მოვალეობა - შეექმნა უსაფრთხო ეპიდემიოლოგიური გარემო 8000-მდე სტუდენტისთვის - დიდი წარმატებით შეასრულა:

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური, ადმინისტრაციული, დამხმარე პერსონალის და მოწვეული მასწავლებლების სრული შემადგენლობა (100%) და სტუდენტების 91% სავსებით აკმაყოფილებს სწავლების არადისტანციურ რეჟიმში განხორციელებისათვის საჭირო სამი სავალდებულო პირობიდან ერთ-ერთს:

- სრულად ვაქცინირებულია;

- ახალი კორონავირუსის (COVID-19) ლაბორატორიულად დადასტურებიდან ორი კვირის შემდეგ არ არის გასული 6 თვეზე მეტი;

- თსსუ-ის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში ან შესაბამისი ფაკულტეტის დეკანატში კვირაში ერთხელ უზრუნველყოფს PCR ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენას.

აუცილებლად აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ როგორც სტუდენტების, ასევე პერსონალის აბსოლუტური უმრავლესობა (სტუდენტების 83%, პერსონალის კი - 92%) სრულადაა ვაქცინირებული, რაც დასტურდება მათ მიერ წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტებით (სრულად ვაქცინირების (ორი დოზა) დამადასტურებელი დოკუმენტი COVID-19-ის ბარათი QR კოდით). მონაცემები ასახავს 2021 წლის 25 ოქტომბრის მდგომარეობას და იგი განახლებადია.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი - უსაფრთხო უნივერსიტეტი!“- ნათქვამია განცხადებაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო