ირაკლი კობახიძე - რომელი ნესტან-დარეჯანია მიხეილ სააკაშვილი, რომ ვიღაცამ ციხიდან გამოიხსნას?!

რომელი ნესტან-დარეჯანია მიხეილ სააკაშვილი, რომ ვიღაცამ ციხიდან გამოიხსნას?! - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თამჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას პრემიერის განცხადების შესახებ, რომ „არსებობდა გეგმა, რომ თუ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანდნენ, 30 ოქტომბერს მხარდამჭერები მას გაიყვანდნენ და გაათავისუფლებდნენ“.

რაც შეეხება ზოგადად, სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის საკითხს, როგორც კობახიძემ აღნიშნა, მთავარი არის ადამიანის უფლებების სტანდარტის და იმ რეგულაციების დაცვა, რომელიც პატიმართანაა დაკავშირებული.

„შიმშილობაზე პატიმარია პასუხისმგებელი, მაგრამ თუ შიმშილობის გამო გართულება იქნება, ამაზე რეაგირება იქნება იუსტიციის სამინისტროს პასუხისმგებლობა და იუსტიციის სამინისტრო ამ პასუხისმგებლობის შესაბამისად იმოქმედებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სააკაშვილის პირდაპირი დავალება იყო, რომ იგი დაიწყებდა სიმულიანტობას, თითქოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება, რომ რამენაირად გადაყვანილი ყოფილიყო კერძო კლინიკაში.

„როგორი გეგმა ჰქონდათ და აქვთ - მისი ილუზიებით 30 ოქტომბერს მათი მხარდაჭერების გარკვეული მობილიზება მოხდებოდა და გაიყვანდნენ საავადმყოფოდან სააკაშვილს და "გაათავისუფლებდნენ“,- განაცხადა პრემიერმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო