თამარ არჩუაძე - საქართველოს აეროპორტების გაერთიანების სტრუქტურა საერთაშორისო კორპორატიული მართვის სტანდარტებთან შესაბამისობაში უნდა იყოს

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების ჩართულობით, სახელმწიფო საწარმოების რეფორმის ფარგლებში საქართველოს აეროპორტების გაერთიანების რეფორმირება იგეგმება.

როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე განმარტავს, რეფორმის დაწყებამდე მსოფლიო ბანკის მიერ გაერთიანების სტრუქტურის ანალიზი მოხდა და დადებული დასკვნით უწყებას საკმაოდ კარგი მაჩვენებლები აქვს.

„აეროპორტები ქვეყნის სტრატეგიულ ობიექტს წარმოადგენს. ამასთან ერთად ჩვენ ვართ ავია საწარმო. ისეთი მსხვილი საწარმო, როგორიცაა საქართველოს აეროპორტების გაერთიანება აუცილებლად უნდა იყოს სწორად მართული და ჩვენი სტრუქტურა უნდა იყოს საერთაშორისო კორპორატიული მართვის სტარნდარტებთან შესაბამისობაში. ძალიან მოხარული ვართ, რომ ჩვენ შერჩეული ვართ პირველ კომპანიად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში შემავალი შპს-ებიდან, რომელიც იქნა შეფასებული მსოფლიო ბანკის მიერ და შესაბამისი დასკვნაც დაიდო, თუ სად ვართ, როგორია ჩვენი სტრუქტურა და კორპორატიული მართვის მოთხოვნებთან იქნა დადარებული. შესაბამისად დადებითი რაც აღინიშნა არის ის, რომ ჩვენ უკვე გვყავს სამეთვალყურეო საბჭო, დაკომპლექტებული ვართ პროფესიული კადრებით და გვაქვს ის მექანიზმები, რომელიც არის საავიაციო უსაფრთხოების ხარისხის მართვის, საავიაციო უშიშროების კონტროლის და სახელმწიფო შესყიდვების კონტროლისთვის საჭირო.

ავიაცია არის ძალიან მზარდი სფერო. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ ძალიან დაგვაზარალა აღდგენის დინამიკა სახეზეა და განახლებული პროგნოზებით 2023 წლისთვის ვიქნებით უკვე 2019 წლის მაჩვენებლებზე. ასე რომ ეს რეფორმა საკმაოდ დროულია“,- აცხადებს თამარ არჩუაძე.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, მთავრობას სახელმწიფო საწარმოების რეფორმაში მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და OECD უწევენ კონსულტაციას.

გურამ იმნაძე - ქვეყანას სხვა ტიპის ნარკოპოლიტიკა სჭირდება - მხოლოდ დასჯა, მხოლოდ საპოლიციო მიდგომები ცალსახად არასაკმარისია ამ პრობლემასთან საბრძოლველად
ირაკლი მელაშვილი  -  თუ ოპოზიციამ ასე გააგრძელა, 2024 წლის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში შეიძლება უფრო მეტი მანდატი მიიღოს, ვიდრე ახლა აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 27.09.2023
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძისა  და ბადრი ჯაფარიძის მიმართ, რომლებიც „ლელოს“  უნიჭო კამპანიის უკან დგანან, ჩვენი მხრიდან სამართლებრივი რეაგირება იქნება
„დანკინის“ ბარისტათა საერთაშორისო კონკურსზე საუკეთესო ყავის მომზადებისთვის ქართველი ბარისტა დააჯილდოვეს
კომპანია „ავერსი“ ფარმაცევტებს პროფესიულ დღეს ელოცავს