სანდრო რაქვიაშვილი - ერთ კვირაში შეიძლება სულ სხვა რეალობის წინაშე აღმოვჩნდეთ და მიდგომებიც შეიცვალოს - სააკაშვილი შეიძლება ჰოლანდიაშიც გაუშვან სამკურნალოდ

ერთ კვირაში შეიძლება სულ სხვა რეალობის წინაშე აღმოვჩნდეთ და მიდგომებიც შეიცვალოს - სააკაშვილი შეიძლება ჰოლანდიაშიც გაუშვან სამკურნალოდ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "გირჩის" დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კერძო კლინიკაზე დათანხმება "ქართულ ოცნებას" წინასაარჩევნო მოცემულობაში არ აწყობს, ამდენად რაქვიაშვილი არ ფიქრობს, რომ თუ რაიმე კრიტიკული არ მოხდა, არჩევნებამდე ხელისუფლება მიდგომას გადახედავს.

"თავში ვერ ჩავუძვრები პოლიტიკოსებს, მაგრამ არ მჯერა, რომ "ქართული ოცნების" ინტერესში შედის სააკაშვილს რაღაც დაემართოს ციხეში. თუ დავუშვებთ, რომ მისი მდგომარეობა არ არის კრიტიკული, "ქართული ოცნების" პოზიცია გასაგები ხდება, მით უმეტეს, წინასაარჩევნოდ "ქართული ოცნების" ამომრჩეველმა ეს შეიძლება სისუსტედ აღიქვას. თუ მართლაც კრიტიკულია სააკაშვილის მდგომარეობა, იმისიც მჯერა, რომ ციხის საავადმყოფო არ არის იდეალური ადგილი ამისთვის. მე არ მაქვს სანდო წყარო ინფორმაციის, ეს რომ გავიგო, მაგრამ მე არ მჯერა, რომ "ქართულ ოცნებას" სურს მიხეილ სააკაშვილი მოკვდეს ციხეში,"- განაცხადა რაქვიაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო