მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ აქციას ბიძინა ივანიშვილი არ დაესწრება და ამ საკითხზე მასთან საუბარიც არ ყოფილა

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, 27 ოქტომბერს მმართველი გუნდის მიერ დაანონსებულ აქციას ბიძინა ივანიშვილი არ დაესწრება.

მდინარაძის თქმითვე, ამ საკითხზე ივანიშვილთან საუბარიც არ ყოფილა.

„ასეთი საუბარი არ ყოფილა. არ ვიფიქრეთ, რომ გარკვეული უხერხულობა შევქმნათ და ვთხოვოთ ვიღაცას, განსაკუთრებით ისეთ ადამიანს, რომელსაც განცხადება აქვს გაკეთებული, რომ პოლიტიკაში არ ჩაერევა, ჩაერიოს პოლიტიკაში - ამას არ ვთხოვთ, ასეთი აზრიც არ გვიჩნდება“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

რაც შეეხება იმას, სად არის ბიძინა ივანიშვილი „ბოროტებასთან ბრძოლაში“, რაზეც მმართველი გუნდის წარმომადგენლები საუბრობენ, მდინარაძე შემდეგნაირად პასუხობს: „ბიძინა ივანიშვილმა ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვების ისეთი მყარი საფუძველი შექმნა, რომ რაც არ უნდა დამიტრიალოთ კითხვა, იგივე პასუხს გაგცემთ, რადგან ეს არის სიმართლე“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ 27 ოქტომბერს, „ქართული ოცნება“ თავისუფლების მოედანზე პარტიის მხარდამჭერების შემაჯამებელ საარჩევნო შეკრებას გამართავს.

როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა ოცივე მუნიციპალიტეტში დამსახურებული გამარჯვება მოიპოვონ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს