კახა კალაძე ლისის ფერდზე მიწის ნაწილის ჩამოშლაზე - საპანიკო არ არის, სამშენებლო კომპანია დაჯარიმებულია და სამუშაოები შეჩერებულია, ვიდრე გამაგრებითი სამუშაოები არ იქნება

მინდა ყველას ვუთხრა, რომ არანაირი საპანიკო არ არის, არანაირი პრობლემა არ იქნება, ჩვენი სამსახურები ჩართულია, - ამის შესახებ თბილისი მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას ლისის ფერდზე, მიწის მცირე ნაწილის ჩამოშლასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე განმარტებით, აღნიშნულ ადგილს კავშირი არ აქვს იმ კონკრეტულ სივრცესთან, სადაც მერიამ გარკვეული სამუშაოები აწარმოა.

"ეს იყო სამშენებლო სამუშაოების დროს დაზიანებული. ამ ადგილს საერთოდ კავშირი არ აქვს იმ კონკრეტულ სივრცესთან, სადაც ჩვენ გარკვეული სამუშაოები ვაწარმოეთ. მინდა ყველას ვუთხრა, რომ არანაირი საპანიკო არ არის. არანაირი პრობლემა არ იქნება, ჩვენი სამსახურები ჩართულია, ეს სამშენებლო კომპანია დაჯარიმებულია და სამუშაოები შეჩერებულია,სანამ გამაგრებითი სამუშაოები არ იქნება", - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, ლისის ფერდზე, სადაც მიწის მცირე ნაწილი ჩამოიშალა, დღეს გეოლოგები მივლენ. ადგილზე უკვე იმყოფებოდნენ კონსტრუქტორები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესწავლა და გამაგრების პროექტზე მუშაობა. ამასთან, ადგილზე მუნიციპალურმა ინსპექციამ უკვე ერთი კვირაა, რაც მშენებლობა გააჩერა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს