კახა კალაძე - საარჩევნო გარემო მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, თუ არ ჩავთვლით ცალკეულ ინციდენტებს, რომ ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერი ამომრჩევლებს სცემს, წიხლებს ურტყამს, ფიზიკურად უსწორდება

მგონი, ერთადერთი პოლიტიკური პარტია ვიყავით მთელი კამპანიის განმავლობაში, ვისაც კონკრეტული გეგმა ჰქონდა გაწერილი - დანარჩენი ყველა საუბრობდა ყველაფერზე, გარდა თბილისსა და თბილისელებზე,- ამის შესახებ დედაქალაქის მოქმედმა მერმა და „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს წინასაარჩევნო გარემოს შეფასებისას განუცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, საარჩევნო გარემო, ზოგადად, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, თუმცა ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერი „ამომრჩევლებს სცემს“.

„საარჩევნო გარემო საერთო ჯამში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, თუ არ ჩავთვლით ცალკეულ ინციდენტებს და იმას, რომ ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერი ამომრჩევლებს სცემს, წიხლებს ურტყამს, ფიზიკურად უსწორდება. ეს ძალიან მძიმეა და სამართლებრივი რეაგირება აუცილებლად უნდა მოჰყვეს. სხვა შემთხვევაში მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში, ზოგი ამომრჩეველს კონკრეტული ხედვებითა და პროგრამებით ესაუბრება, ზოგს საერთოდ არაფერი გააჩნია და ბრტყელ-ბრტყელ სიტყვებს ურახუნებს. არანაირი ხედვა არ აქვთ იმასთან დაკავშირებით, რა სჭირდება ამ ქალაქს, თბილისელებს, რა გამოწვევები და პრობლემებია. მგონი, ერთადერთი პოლიტიკური პარტია ვიყავით მთელი კამპანიის განმავლობაში, ვისაც კონკრეტული გაწერილი გეგმა ჰქონდა, კონკრეტული პროექტებით, რაიონების, ქუჩების მიხედვით, პროექტების დასახელებით, რომელიც ბიუჯეტშია გაწერილი. დანარჩენი ყველა საუბრობდა ყველაფერზე გარდა თბილისსა და თბილისელებზე“,- განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძე არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ გამარჯვებაში დარწმუნებულია და აცხადებს, რომ პოზიტიურ საარჩევნო კამპანიას აგრძელებს.

„ვაგრძელებ ჩემს საარჩევნო, პოზიტიურ კამპანიას, რომელის ჯერ კიდევ პირველი ტურიდან მოყოლებული მაქვს. ყოველდღიურად ვესაუბრები ამომრჩეველს, მაქვს სხვადასხვა ტიპის შეხვედრები. დარწმუნებული ვარ, 30 ოქტომბერს ყველა ერთად გავიმარჯვებთ იმისთვის, რომ ამ ქალაქში აღმშენებლობა, განვითარება, სიმშვიდე და სტაბილურობა გაგრძელდეს",- განაცხადა კალაძემ.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს