მამუკა მდინარაძე სააკაშვილის ადვოკატების განცხადებაზე - შეუძლებელია დღევანდელ პენიტენციურ სისტემაში ვინმეს რაიმე საფრთხე დაემუქროს, ეს არის „ფეიკი“

შეუძლებელია დღევანდელ პენიტენციურ სისტემაში ვინმეს რაიმე საფრთხე დაემუქროს, მათ შორის ამ სისტემის შემქმნელ ადამიანს. ასეთი საფრთხეები ბუნებაში არ არსებობს, ეს არის „ფეიკი“, რომელიც კიდევ უფრო გამძაფრდება არჩევნების მოახლოებამდე, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვით ციხეში იმიტირებული ბუნტი მოხდება და ლიკვიდაციით დასრულდება.

მამუკა მდინარაძის შეფასებით, პარადოქსია, როდესაც „მაგიდაზე გადასკოჩილი მამაკაცების გაუპატიურების შემკვეთი ხალხი“ დღევანდელ პენიტენციურ სისტემას რაიმეს უწუნებენ და ძალადობაზე საუბრობენ.

„დღევანდელ პენიტენციურ სისტემასა და 2012 წლამდე არსებულ სისტემას შორის რადიკალური განსხვავებაა. ჩვენ პატიმრებს ვეპყრობით ღირსეულად, ისე როგორც ევროპის წამყვან ქვეყნებში, შესაბამისი პირობებიც არსებობს. რაც არ უნდა სასაცილო და პარადოქსული იყოს, მაშინდელი პენიტენციური სისტემის შემქმნელები და მთავარი შემქმნელი დღევანდელ სისტემას უწუნებენ რაღაცას, ძალადობაზე საუბრობს მაგიდაზე გადასკოჩილი მამაკაცების გაუპატიურების შემკვეთი ხალხი, ეს ხდება ამ ქვეყანაში სამწუხაროდ. შეუძლებელია დღევანდელ სისტემაში ვინმეს რაიმე საფრთხე დაემუქროს, მათ შორის ამ სისტემის შემქმნელ ადამიანს. ასეთი საფრთხეები ბუნებაში არ არსებობს, ეს არის „ფეიკი“, რომელიც კიდევ უფრო გამძაფრდება არჩევნების მოახლოებამდე. ცდილობენ მუხტი აწიონ თავიანთ მხარდამჭერებში და პირველ რიგში მათ ატყუებენ“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა