ნინო ლაცაბიძე - ჩვენს გვერდით დგას ღირსეული ადამიანების ჯარი, რომელთაც უნდათ, ქალაქის განვითარება არ შევიდეს ჩიხში და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რუსთავი არ ჩაუვარდეს ხელში დავით კირკიტაძეს

ვემიჯნები ყოველგვარ ძალადობას და იმ ტიპის ინციდენტებს, რომელსაც გუშინ ჰქონდა ადგილი - ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა, დაშავებული გვყავს სამი ადამიანი, როგორც მაქვს ინფორმაცია, ისინი კლინიკაში მკურნალობას და რეაბილიატაციას გადიან სხვადასხვა დაზიანებებით. ყველაფერს გავაკეთებ ჩემს გუნდთან ერთად, რომ მივიყვანოთ საარჩევნო პერიოდი ბოლომდე, რომ რუსთაველებს არჩევანის გაკეთების საშუალება ქონდეთ მშვიდ გარემოში, - ამის შესახებ,,ქართული ოცნების“ რუსთავის მერობის კანდიდატმა ნინო ლაცაბიძემ სპეციალურ ბრიფინგზე, სადაც გუშინ ,,ნაციონალური მოძრაობის“ შტაბთან მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

როგორც ნინო ლაცაბიძემ განაცხადა თუ ვისი პროვოცირებული იყო ეს ინციდენტი, ამას გამოძიება დაადგენს.

,,ჩვენ ყველამ ერთად რაც ვიხილეთ არის ის, რომ რუსთავში, ადამიანი რომელიც აცხადებს პრეტენზიას მერობაზე, იმაზე, რომ უნდა იყოს თითოეული რუსთაველის მერი, წარმოამადგენელი, დამცველი და პრობლემების მომგვარებელი, არ აქვს მნიშვნელობა რომელ პოლიტიკურ პარტიას უჭერს ის ადამიანი მხარს, როდის იყო რეპრესირებული ან როგორი პრობლემები შეუქმნა მისმა გუნდმა მის ოჯახს, უნდა იყოს მისი ხმა და წარმომადგენელი, ესეთი ადამიანი, ძალადობს მოქალაქეზე, როდესაც ის მისთვის არასასურველ ისტორიას ყვება. ეს არის ის, რაც ვიხილე მე თქვენთან ერთად იმ ჩანაწერებში, რაც გავრცელდა. სამარცხვინოა როდესაც პოლიტიკოსი ვერ იჩენ იმდენ თმენის ვალდებულებას და იმდენი არ შეგიძლია მოქალაქესთან ურთიერთობისას, რომ წიხლების რტყმაზე არ გადახვიდე“, - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, ,,ნაციონალური მოძრაობა“ ხელოვნურად ცდილობს დაძაბოს სიტუაცია.

,,მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ განსაკუთრებით ,,ნაციონალურ მოძრაობას“ და მის წარმომადგენლებს შევინარჩუნოთ სიმშვიდე, ვცეთ პატივი რუსთავს და რუსთაველებს, მივცეთ ყველას საშუალება, მოგვეცით ჩვენც საშუალება, ვინც ჩართული ვართ საარჩევნო კამპანიაში, გავაგრძელოთ საარჩევნო კამპანია და მივიყვანოთ არჩევნების დღემდე, მივცეთ მოსახლეობას საშუალება გავაცნოთ ჩვენი გეგმები და გააკეთონ თავისუფალი არჩევანი“, - განაცხადა ლაცაბიძემ.

მისივე განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან ინციდენტის დროს თუ იმყოფებოდნენ მისი შტაბის წევრები ან საჯარო სამსახურში დასაქმებული პირები, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ინციდენტი ,,ქართული ოცნების“ ორგანიზებული იყო.

,,ჩვენს შტაბებში, ოფისებში დადის ძალიან ბევრი ადამიანი, ჩვენ არ ვარღვევთ არც ერთ კანონს თუ ვინმე დასაქმებულია, არასამუშაო დროს შეუძლიათ ჩვენს გვერდით დგომა. თუ ეს ადამიანები ინცინდენტის დროს იმყოფებოდნენ იმ პერიმეტრზე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი შტაბის ან ,,ქართული ოცნების“ დაორგანიზებული იყო ეს. მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენს გვერდით დგას მთელი რუსთავი, ძალიან ბევრ ადამიანს ვხვდებით და მსგავს ინციდენტებში რომელიც პროვიცირებულია „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან შეიძლება იყვნენ ჩვენი მეგობრები, ნაცნობები. რაც შეეხება კიდევ ჩვენს შტაბს, ძალიან აუგად, მარტივად და დაცინვით რომ მოიხსენიებს ბატონი დავით კირკიტაძე, ჩვენს გვერდით დგას ღირსეული ადამიანების ძალიან დიდი ჯარი, რომელსაც უნდა, რომ ამ ქალაქის განვითარება არ შევიდეს ჩიხში და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ქალაქი არ ჩაუვარდეს ხელში დავით კირკიტაძეს. კირკიტაძის რუსთავი არ ჭირდება არავის, რომელიც არის ამ ტიპის ძალადობით და ინცინდენტებით სავსე, ეს არის მათი ხელწერა, ამას იყენებდნენ ძვენ პერიოდში და აგრძელებენ დღესაც“, - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო