ლიეტუვას რეიტინგულ ტელევიზიებში აჭარის შესახებ სიუჟეტები გავა

ლიეტუვას წამყვანი ტელევიზიები აჭარის ტურისტულ პროდუქტებზე სიუჟეტებს ამზადებენ. ჟურნალისტებმა ბათუმის ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ბოტანიკური ბაღი, გონიოსა და პეტრას ციხეები მოინახულეს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ისინი ასევე სტუმრობდნენ მთიან აჭარას, სადაც ადგილობრივი კერძები და ღვინო დააგემოვნეს. აჭარის, როგორც ოთხივე სეზონზე მიმზიდველ და მრავალფეროვან ტურისტულ მიმართულებაზე მომზადებულ სიუჟეტებს ლიეტუველები ოქტომბრის ბოლოს იხილავენ. ლიეტუვა და ზოგადად, ბალტიისპირეთის ქვეყნები აჭარისთვის სამიზნე ქვეყნებია, სადაც რეგიონის პოპულარიზაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი წლებია ახორციელებს.

„ვაგრძელებთ აჭარის, როგორც საინტერესო და მრავალფეროვანი ტურისტული მიმართულების რეკლამირებას. ამჯერად, ვუმასპინძლეთ ლიეტუვაში ყველაზე რეიტინგული ტელევიზიების ჟურნალისტებს, რომლებიც სიუჟეტებში საინტერესოდ წარმოაჩენენ აჭარის ტურისტულ პროდუქტებსა და სერვისებს. ჟურნალისტები მაყურებელს გააცნობენ, თუ რისი ნახვა, გაკეთება და დაგემოვნება შეუძლიათ ბათუმში და მთიან აჭარაში. ზოგადად, ლიეტუვაში მზარდია აჭარის მიმართ ინტერესი, რასაც ბოლო წლებში ვილნიუსიდან ბათუმის მიმართულებით შესრულებული ჩარტერული ფრენებიც მოწმობს“, - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს