გიგი უგულავა - კირკიტაძეს შტაბში მიუვარდნენ და სცემეს მისი წარმომადგენლები, ქალბატონი ლაცაბიძე ბედავს და იძახის, რომ კირკიტაძემ მოაწყო პროვოკაცია, ეს ხომ აბსურდია, როგორ მოაწყო საკუთარ ოფისში პროვოკაცია?!

ყველა ვხედავთ, რომ კირკიტაძეს შტაბში მიუვარდნენ და სცემეს მისი წარმომადგენლები. ბედავს ეს ქალბატონი (ნინო ლაცაბიძე), გამოდისდა იძახის, რომ კირკიტაძემ მოაწყო პროვოკაცია, ეს ხომ აბსურდია, როგორ მოაწყო საკუთარ ოფისში პროვოკაცია?! - ამის შესახებ ფოთში ოპოზიციის ნაწილის მერობის კანდიდატმა, გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

უგულავას თქმით, რუსთავში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, ნინო ლაცაბიძის განცხადება არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ მმართველი გუნდში ყოფნა არის მომწამვლელი.

„ის ქალბატონი, ლაცაბიძე ჩემთან მუშაობდა მერიაში, საშუალო რგოლის სპეციალისტი იყო. მას არ ახასიათებენ ადამიანურად ცუდად, მაგრამ გუშინ ჩვენ ვიხილეთ რა არის „ქართული ოცნება“, როგორი სისხლი გადაუსხეს ამ ადამიანს. ყველა ვხედავთ, რომ ადამიანს შტაბში მიუვარდნენ და სცემეს მისი წარმომადგენლები. ბედავს ეს ქალბატონი, გამოდის და იძახის, რომ კირკიტაძემ მოაწყო პროვოკაცია, ეს ხომ აბსურდია, როგორ მოაწყო საკუთარ ოფისში პროვოკაცია?! ძალიან სამწუხარო დეგრადაციაა და კიდევ ერთი ნათელი მაგალითი, რომ „ქართული ოცნებაში“ ყოფნა არის მომწამვლელი ნებისმიერი ნორმალური ადამიანისთვის. შეუძლებელია დღეს „ქართულ ოცნებაში“ იყო და არ მოიწამლო იმ უტიფრობით, რაც „ქართულ ოცნებაში“ სუფევს“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა