შალვა პაპუაშვილი - ისე გამოდის, თითქოს აქციები „ნაცმოძრაობის“ მოგონილია და მარტო მათ აქვთ უფლება მხარდამჭერები შეკრიბონ - სჯობს დასხდნენ, უყურონ აქციას და მიიღონ რეალობა, რაც 30 ოქტომბერს დადგება

ისე გამოდის, თითქოს აქციები "ნაციონალური მოძრაობის" მოგონილია და მარტო მათ აქვთ უფლება საკუთარი მხარდამჭერების შეკრება ჩაატარონ - სჯობს დასხდნენ, უყურონ აქციას და მიიღონ რეალობა, რაც 30 ოქტომბერს დადგება , - აღნიშნული განცხადება "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა 27 ოქტომბერს დაგეგმილი შემაჯამებელი აქციის თაობაზე დასმული კითხვის პასუხად გააკეთა.

პაპუაშვილის თქმით, 27 ოქტომბრის აქციის მიმართ ოპოზიციის დამოკიდებულება აჩვენებს, რომ "მათ აქვთ შიში იმისა, კიდევ ერთხელ ჩახედონ თვალებში მარცხს, რაც 2 ოქტომბრის არჩევნებში იწვნიეს".

პაპუაშვილი იმასაც ამბობს, რომ "ქართული ოცნების" აქცია ბევრად მასშტაბური იქნება, "ვიდრე მათ მიერ ოდესმე გამართული აქცია ყოფილა".

"ჩვენ წინასაარჩევნო კამპანიის პროცესში ვიმყოფებით. წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია მოსახლეობასთან შეხვედრა. საარჩევნო კამპანიის ჩვეულებრივი ინსტრუმენტი და ნაწილია სხვადასხვა სახის აქციის მოწყობა, საჯარო შეკრება, რაც ამ შემთხვევაში შემაჯამებელ შეკრებას წარმოადგენს. ჩვენს ამომრჩევლებს მოვუწოდებ, რომ უნდა მივიდეთ ბევრნი იმისთვის, რომ 2 ოქტომბერს მოპოვებული გამარჯვება ბოლომდე მივიყვანოთ. ამ აქციით დაინახავენ, რომ 30 ოქტომბერს მათი მარცხი გარდაუვალია", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა