შალვა პაპუაშვილი - დღეს ციხის მიღმა უფრო მეტი ადამიანია, ვინც მიხეილ სააკაშვილის სისტემის მიერ დაიჩაგრა და მის მიმართ გარკვეული პროტესტი გააჩნია

დღეს ციხის მიღმა უფრო მეტი ადამიანია, ვინც მიხეილ სააკაშვილის სისტემის მიერ დაიჩაგრა და მის მიმართ გარკვეული პროტესტი გააჩნია - ციხე სპეციალური რეჟიმის დაწესებულებაა, იქ მეტი კონტროლია და სააკაშვილს აქვს მეტი შესაძლებლობა იყოს უსაფრთხოდ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილმა აღნიშნა ისიც, რომ პენიტენციური სისტემის მე-18 დაწესებულება მოშიმშილე პატიმრისთვის საჭირო სერვისების გაწევას სრულად შეესაბამება.

"უპირველეს ყოვლისა, მიხეილ სააკაშვილი არის მსჯავრდებული. მის წინააღმდეგ ორი გადაწყვეტილება სამი ინსტანციის სასამართლოს მიერ არის მიღებული და მსჯავრდებული სააკაშვილის მიერ ხდება მის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენების აღსრულება.

თუკი მის ჯანმრთელობის მდგომარეობას რაიმე საფრთხე აქვს, სასჯელაღსრულების სისტემა უზრუნველყოფს, რომ მოხდეს დროული დიაგნოსტირება, სათანადო კვლევების ჩატარება და მკურნალობა. მეთოდები შეირჩევა თავად სასჯელაღსრულების სისტემის მიერ და თუ მას სტაციონარული დახმარება დასჭირდება, ის მე-18 დაწესებულებაში განთავდება, სადაც ყველა სახის კვლევით და მკურნალობით იქნება უზრუნველყოფილი", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს