ირაკლი კობახიძე - სახალხო დამცველი აქციეს „ნაცმოძრაობის“ რიგით აქტივისტად - რამდენი პატიმარი გამოაცხადებს შიმშილობას, იმდენი გადაიყვანო სამოქალაქო კლინიკაში, თქვენ იცით, რაც მოხდება

შიმშილობაზე პასუხისმგებელი არის თავად მიხეილ სააკაშვილი, ეს იყო მისი გადაწყვეტილება და აიღოს ამაზე პასუხისმგებლობა - რამდენი პატიმარიც გამოაცხადებს შიმშილობას, იმდენი გადაიყვანო სამოქალაქო კლინიკაში, თქვენ იცით, რაც მოხდება, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების ვალდებულებაა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვა.

ამასთან, კობახიძემ სახალხო დამცველს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი უწოდა და აღნიშნა, რომ ნინო ლომჯარია დღეს არის მიკერძოებული პოლიტიკური პირი.

„შიმშილობაზე პასუხისმგებელი არის თავად მიხეილ სააკაშვილი, ეს იყო მისი გადაწყვეტილება, მისი ნება და აიღოს ამაზე პასუხისმგებლობა. რაც შეეხება ხელისუფლებას, მისი პასუხისმგებლობაა ადამიანის უფლებების დაცვა, მათ შორის ამ მძიმე კრიმინალის უფლებების დაცვა. სახალხო დამცველი რას ამბობს, არ არის მთავარი, გამომდინარე იქიდან, სახალხო დამცველს აქვს ძალიან მკაფიოდ გამოკვეთილი პოლიტიკური მიკერძოება, - ესეც აჩვენებს მათ შორის იმას, რატომ არ შეიძლება „ნაცმოძრაობამ“ მოიგოს, თუნდაც ერთი მუნიციპალიტეტი. ჩვენ თავის დროზე გვითხრეს, რომ მიზანშეწონილი იყო, ოპოზიციისთვის დაგვეთმო სახალხო დამცველის ინსტიტუტი. ნაცვლად იმისა, რომ სათანადოდ გამოეყენებინათ ეს ინსტიტუტი მიუკერძოებელი შეფასებების გაკეთებისთვის, სახალხო დამცველი აქციეს ერთ-ერთ რიგით „ნაცმოძრაობის“ აქტივისტად. ეს არის ძალიან ცუდი, რაც აჩვენებს იმას, რომ არცერთი ინსტიტუტის დათმობა არ შეიძლება „ნაციონალური მოძრაობისთვის“. მიხეილ სააკაშვილის მიმართ მოპყრობა იქნება კანონის შესაბამისი. რამდენი პატიმარიც გამოაცხადებს შიმშილობას, იმდენი გადაიყვანო სამოქალაქო კლინიკაში, თქვენ იცით, რაც მოხდება. ამიტომ, ეს საკითხი არ ვიცი რამდენად შეიძლება სერიოზულად იყოს განხილული. ადამიანის უფლებების სტანდარტის შესაბამისად გაგრძელდება მოპყრობა პატიმარ სააკაშვილის მიმართ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა