შს მინისტრის მოადგილე - პოლიცია უნდა იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური და თუ ვინმეს რაიმე პოლიტიკური გეგმები აქვს, ბუნებრივია, ისინი ტოვებენ პოლიციას

პოლიცია უნდა იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური და თუ ვინმეს რაიმე პოლიტიკური გეგმები აქვს, ისინი ბუნებრივია, ტოვებენ პოლიციას, - ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შსს რამდენიმე თანამშრომელმა დატოვა.

"სამინისტრო არის ძალიან დიდი უწყება, 40 000- მდე ადამიანი მუშაობს. შესაბამისად, გარკვეული ნაწილი ტოვებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხდება ახალი კადრების მიღება. მთავარი პრინციპი რაც არის და კანონის დონეზეა გაწერილი - პოლიცია უნდა იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური და თუ ვინმეს რაიმე პოლიტიკური გეგმები აქვს, ისინი ბუნებრივია, ტოვებენ პოლიციას და აგრძელებენ პოლიტიკურ საქმიანობას", - განაცხადა დარახველიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო