შს მინისტრის მოადგილე ბათუმში მოსწავლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე - თუ საჭირო იქნება, მოხდება მუხლის გადაკვალიფიცირება

გამოძიება არის მასშტაბური საქმიანობა და საჭიროებს ყველა დეტალის შესწავლას და ანალიზს, დაველოდოთ გამომძიებლებს - თუ საჭირო იქნება, მოხდება მუხლის გადაკვალიფიცირება, თუმცა, ეს დამოკიდებული იქნება საქმის გარემოებებზე,- ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ბათუმში სკოლის მოსწავლეების მიერ მოზარდის მიმართ განხორციელებულ ძალადობას გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება ტარდება და საჭიროა გარკვეული დრო, რათა დეტალები დადგინდეს.

"სახელმწიფომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა სკოლებში შესაძლო ძალადობის პრევენციის მიმართულებით, შესაბამისი სამინისტროები მუშაობენ ძალიან აქტიურად, მოქმედებს მანდატურის სამსახური, საკანონმდებლო დონეზე დამტკიცებულია რეფერირების მექანიზმი, რა თქმა უნდა, იმის გამორიცხვა, რომ მსგავსი ფაქტები საერთოდ არ მოხდეს, შეუძლებელია, ამიტომ საჭიროა დროული, სწრაფი და ეფექტური რეაგირება", - განაცხადა დარახველიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს