იაგო ხვიჩია  "ქართული ოცნების“ შეკრებაზე - ხელისუფლების მხრიდან ამ ნაბიჯს მიტინგისა მიტინგითა დათრგუნვა ჰქვია

"ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" ერთმანეთს აზომებს, ვის რამდენი ადამიანის გამოყვანა შეუძლია, - ასე ეხმიანება "გირჩის" დეპუტატი იაგო ხვიჩია ჟურნალისტებთან "ქართული ოცნების" მიერ 27 ოქტომბერს ამომრჩეველთა შეკრების დაანონსებას.

როგორც ის აღნიშნავს, "ხელისუფლების მხრიდან ამ ნაბიჯს მიტინგისა მიტინგითა დათრგუნვა ჰქვია".

"ნაციონალურ მოძრაობას" უკვე ჰქონდა ასეთი აქცია და "ქართული ოცნებაც" ვალში არ დარჩა", - აცხადებს ხვიჩია.

ის ასევე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის საკითხს და განაცხადა, რომ სად იქნება უმჯობესი მისი გადაყვანა, ეს ექიმების გადასაწყვეტია.

პოლიტიკური თვალსაზრისით ხვიჩია მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ უნდა გადაიყვანონ.

"არც მე, არც სახალხო დამცველი, არც იუსტიციის სამინისტრო არ არის კომპეტენტური პასუხის გასაცემად კითხვაზე, სად სჯობს გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი, ეს საკითხი უნდა გადაწყვიტონ ექიმებმა და იმ კონსილიუმმა, რომელზეც იყო საუბარი. მე თუ მკითხავთ, მე მხოლოდ პოლიტიკური პასუხის გაცემა შემიძლია, მე მგონია, რომ საერთოდ საზღვარგარეთ უნდა გადაიყვანონ სააკაშვილი სამკურნალოდ,", - განაცხადა ხვიჩიამ.

ალექსეი გარანი - კიევსა და მოსკოვს შორის მინსკი 2-ის მსგავსი არანაირი შეთანხმება არ გაფორმდება, რადგან, რაც რუსეთმა  უკრაინაში 24 თებერვლის შემდეგ ჩაიდინა, ეს წარმოუდგენელია
ზაზა ფირალიშვილი - ენტონი ბლინკენის წერილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისადმი აშკარა ნიშანია იმისა, რომ ჩვენი ხელისუფლების ქცევა ევროატლანტიკურ სივრცეში სერიოზულ ეჭვებს იწვევს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.05.2022
ანაიტ ვოსკანიანი - სომხეთი მსოფლიოს ყველა ტიპის ტურისტისთვის მიმზიდველი ქვეყანაა
PSP-ს გუნდი ფუტსალის ლიგის 1/2 ფინალშია
ბაზისბანკმა ბიზნესში 305 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა
„ლისი ინტელიგენციის“ განვითარებისთვის დახარჯული ჯამური ინვესტიცია 1 500 000 ლარს უტოლდება
Fitch Ratings-მა ბაზისბანკს საკრედიტო რეიტინგი „B+“ დაუდასტურა