ირაკლი ღარიბაშვილი - მადლობა ჩვენს გონიერ და ბრძენ ხალხს, მათ იციან, რომ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ძალუძს ქვეყანა გაიყვანოს სამშვიდობოზე, არის სწორედ „ქართული ოცნება"

მადლობა ჩვენს გონიერ და ბრძენ ხალხს, მათ იციან, რომ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ძალუძს ქვეყანა გაიყვანოს სამშვიდობოზე, ეს არის სწორედ „ქართული ოცნება", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ხაშურში განუცხადა.

პრემიერის თქმით, „ქართულმა ოცნებამ" ხაშურში არჩევნების პირველი ტური მოიგო, მეორე ტურის ჩატარება ობიექტური მიზეზების გამო გახდა საჭირო და „ქართული ოცნების" კანდიდატი მეორე ტურსაც დამაჯერებლად მოიგებს.

„ხაშურში ჩვენ ძალიან ღირსეული კანდიდატი გვყავს, რომელიც რა თქმა უნდა, მეორე ტურში გაიმარჯვებს. რა თქმა უნდა, პირველი ტური ჩვენ მოვიგეთ, მაგრამ გარკვეული ობიექტური მიზეზების გამო მეორე ტურის ჩატარება გახდა საჭირო, ხმები გაიყო აქ და მეორე ტური გაიმართება, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენი ღირსეული კანდიდატი გაიმარჯვებს ძლიერად, დიდი სხვაობით. მისი კონკურენტი რა თქმა უნდა, არის მოძალადე სააკაშვილის პარტიის წარმომადგენელი, რომელსაც არავითარი პერსპექტივა არ აქვს, ნული პერსპექტივა აქვს ამ ადამიანს, „ნაცმოძრაობას" ყველა მუნიციპალიტეტში ნული შანსი აქვს იმისა, რომ რაიმე სირთულეები შექმნან ადგილზე. მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ აფასებს ვითარებას და მადლობა ჩვენს გონიერ და ბრძენ ხალხს. მათ იციან, რომ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ძალუძს ქვეყანა გაიყვანოს სამშვიდობოზე, ეს არის სწორედ „ქართული ოცნება". ეს არის ჰუმანური, დემოკრატიული ძალა, რომელიც მართავს ჩვენს ქვეყანას. კიდევ ერთხელ მადლობა ჩვენს ხალხს",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ეკატერინე ციმაკურიძე - როცა ტელევიზიის ხელმძღვანელს ასამართლებენ სრულიად არადამაჯერებელი მართლმსაჯულებით, ეს ნამდვილად არაა დასავლური მისწრაფება, ხელისუფლება კი ამბობს, რომ აქვს ევროატლანტიკური კურსი, მაგრამ საქმით სხვა რამეს ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2022
მუსიკათერაპია, როგორც ბედნიერების ტრენინგი
„გალერეა დემასში“ პრემიუმ ხარისხის ევროპული სლებების ასორტიმენტი განახლდა
Urban Hotel-ი მარტის დასაწყისიდან უკრაინელ დევნილებს მასპინძლობს
სიმსუქნის ქირურგიული მკურნალობა - ბარიატრიული ოპერაციები ბოჭორიშვილის კლინიკაში
კომპანია „სმარტ ბუღალტერია“ - უნივერსალური და მაღალკვალიფიციური მომსახურება საბუღალტრო, ფინანსურ და საგადასახადო სფეროში
სამართლებრივი ინტერესების დაცვა ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე
იშოპინგე „კარფურის“ აპლიკაციაში და მიიღე შანსი მოიგო უამრავი პრიზი
ექსკლუზიური ბრენდები და სასიამოვნო გარემო - ქავთარაძის „სითი მოლის“ პრემიუმ სივრცეში მაღაზია „სენსი“ გაიხსნა