კახა კალაძე 27 ოქტომბრის შეკრებაზე - „ნაცმოძრაობა“ არაფერ შუაშია, ეს არის ჩვენი საარჩევნო კამპანიის შეჯამება

თბილისის მერი კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნების“ მიერ 27 ოქტომბერს დაგეგმილ შეკრებაზე ბევრი ადამიანი მივა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ვისაც არ მოსწონს ბოროტება და ცილისწამება, რომელიც კალაძის თქმით, პარტია „ნაციონალური მოძრაობისგან“ მოდის, აუცილებლად უნდა მივიდეს ამ აქციაზე.

„დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ადამიანი გამოვა იმიტომ, რომ არავის სიამოვნებს არსებული სიტუაცია, კონკრეტული პოლიტიკური ძალების მხრიდან. სიძულვილის ენა, შეურაცხყოფა, ცილისწამება - არის გაჯერებული კონკრეტული ტელევიზიების მხრიდან, რაც ძალიან ცუდია, საზოგადოება ამ ყველაფრისგან დაიღალა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ საზოგადოებას დავანახოთ - ჩვენ ვართ ის ძალა, რომელსაც რეალურად აქვს შანსი და შესაძლებლობა ამ ქალაქში აღმშენებლობა და განვითარება გააგრძელოს.

მე ქალაქზე ვიტყვი, რადგან მერობის კანდიდატი ვარ. ჩვენ ვართ ის ძალა, ვინც ყველაფერს გააკეთებს ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად, გამწვანების, გარემოს დაცვის მიმართულებით, სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით, ბევრი გვაქვს გაკეთებული ბოლო 4 წლის განმავლობაში, ეს კარგია, მაგრამ საზოგადოებას აინტერესებს მომავალი, თუ როგორი იქნება თბილისი მომდევნო 4 წლის განმავლობაში. ჩვენ ვართ ის გუნდი, ვინც შეძლებს ამ ყველაფრის აღმშენებლობას“,-განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, 27 ოქტომბერს აქციის გამართვა „ნაციონალურ მოძრაობას“ არ უკავშირდებოდა.

„ნაციონალური მოძრაობა" არაფერ შუაშია. ეს არის ჩვენი საარჩევნო კამპანიის შეჯამება. გარდა ამისა, ვისაც არ მოსწონს და ებრძვის იმ სიძულვილს, ბოროტებას და ცილისწამებას, რომელიც ამ კონკრეტული პარტიისგან მოდის, აუცილებლად ყველა უნდა მოვიდეს“, - განაცხადა კალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო