კახა კალაძე - ვერ მოიყვანთ ვერცერთ ადამიანს, ვისზეც ზეწოლა განხორციელდა - განსხვავებული მოსაზრებების მქონე ადამიანები სამსახურიდან არ იდევნებიან

თუკი ვინმე რამეს გაბედავს, ამას მაშინვე შესაბამისი სამსახურების მიერ შესაბამისი რეაგირება მოჰყვება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განმარტებით, „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან ყველაფრისთვის მზად არის.

„ეს მათი ხელწერაა, ჩვეულებრივი პროცესია უკვე, იმდენად შეგუებულები ვართ ამას, იმდენად ვიცით მათი მოქმედებების არეალი და ზოგადად, რა მიდგომები აქვთ, ყველაფრისთვის მზად ვართ. თუკი ვინმე რამეს გაბედავს, ამას მაშინვე შესაბამისი რეაგირება მოჰყვება შესაბამისი სამსახურების მიერ“,- განაცხადა კალაძემ.

ამასთან, მან საჯარო უწყებებში დასაქმებულ ადამიანებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტებზეც გააკეთა განმარტება და მსგავს ინფორმაციას „სისულელე“ უწოდა.

„ვერ მოიყვანთ ვერცერთ ადამიანს, ვისზეც ზეწოლა განხორციელდა. ეს რომ განხორციელებულიყო, პირველივე ტურში დამთავრდებოდა ყველგან ყველაფერი. ზუსტად ეს არის ჩვენი მიღწევა - ის, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ და განსხვავებული მოსაზრებების მქონე ადამიანები სამსახურიდან არ იდევნებიან, როგორც ეს წლების განმავლობაში დამკვიდრებული იყო“,- განაცხადა კალაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა