გია ხუხაშვილი - 27 ოქტომბერი საჯარო სამსახურებისთვის ფაქტობრივად უქმე დღედ გამოაცხადეს, ჩასვამენ ავტობუსებში ხალხს რეგიონებში და ექსკურსიაზე წამოიყვანენ თბილისში

ოთხშაბათი, ფაქტობრივად, საჯარო სამსახურებისთვის გამოაცხადეს უქმე დღედ, ჩასვამენ ავტობუსებში დილას მისულ ხალხს რეგიონებში და ექსკურსიაზე წამოიყვანენ თბილისში, - ასე აფასებს ექსპერტი გია ხუხაშვილი „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ შეკრებას, რომელიც 27 ოქტომბერს გაიმართება.

ხუხაშვილის თქმით, მმართველ პოლიტიკურ ძალას დადებითი დღის წესრიგი არ გააჩნია. მისივე განცხადებით, „ქართული ოცნება“ ისევ „სისხლიან 9 წელზე“ ისაუბრებს.

„ამ აქციით ვერ დათრგუნავს „ნაცმოძრაობის“ აქციას, სისულელეა. სურათი დადეს, სამყაროში მხოლოდ „ნაცი“ და „ქოცია“ მეტი არაფერი არ არსებობს - ამას გვაჩვენებენ. მოედანი სავსე იყო და რუსთაველის ნაწილი. რაც არ უნდა მოინდომონ, იმაზე მეტი ადამიანი იქ ვერ დაეტევა, რაც იმათმა მოიყვანეს და რა უნდა დათრგუნონ? ოთხშაბათი, ფაქტობრივად, საჯარო სამსახურებისთვის გამოაცხადეს უქმე დღედ, ჩასვამენ ავტობუსებში დილას მისულ ხალხს რეგიონებში და ესკურსიაზე წამოიყვანენ თბილისში.

ვინ უნდა გამოვიდეს, რა უნდა თქვას?! ისევ „სისხლიან 9 წელზე“ უნდა ილაპარაკონ გასული ცხრა წლის თავზე?! გაბურღული გვაქვს ტვინი ყველას ამით. რა აქვთ სათქმელი?! არანაირი პოზიტიური დღის წესრიგი არ აქვთ. ჩადიან ტყიბულში და ლაპარაკობენ ტურიზმზე მეშახტეებთან. წყალტუბოს პროექტი, რამდენიმე წლის წინ ტენდერი, რომ უნდა გამართულიყო და აყვავებული ყოფილიყო, ახლა მტვერი გადაწმინდეს და ამოაგდეს. რუსთავში კიდევ ლიფტები იქნება უფასოო - ამ უბედურებაში არიან“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა