ხატია დეკანოიძე - ჩვენი გუნდის ამოცანა ქუთაისისთვის საპარლამენტო სტატუსის დაბრუნება იქნება

ვაპირებ ვიყო მერი, რომელიც იქნება სიტყვა, საქმე და ხმა თითოეული ქუთაისელის, რომელიც არ დაემორჩილება არცერთ პარტიას,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემ ქუთაისის ე.წ. კოალიციური მთავრობის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ ქუთაისს საპარლამენტო სტატუსი უნდა დაუბრუნდეს.

“როგორი უნდა იყოს ქუთაისი? პირველი და უპირველესი, რაც არის ჩვენი გუნდის ამოცანა, ეს იქნება ქუთაისისთვის საპარლამენტო სტატუსის დაბრუნება. მას უნდა დაუბრუნდეს ადმინისტრაციული სტატუსი, სტატუსი, რომელიც არის ყველაზე მნიშვნელოვანი. დიახ, ქუთაისს ეს სტატუსი წაართვა „ქართულმა ოცნებამ“, მაგრამ ჩვენ წარსულზე არ ვილაპარაკებთ, ჩვენ ვიქნებით მომავალზე ორიენტირებული. არავინ მოგვატყუოს, როდესაც გვეუბნებიან, რომ ამას მერი ვერ შეძლებს, ამას ჩვენ ყველა ერთად შევძლებთ“, - განაცხადა დეკანოიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო