ანა ნაცვლიშვილი - ქვეყანა დგას უსერიოზულესი საფრთხის წინაშე, რასაც გავუმკლავდებით გაერთიანებული რესურსებით, განაწილებული ძალაუფლებით და პასუხისმგებლობით თქვენს წინაშე, ისტორიის წინაშე, სამშობლოს წინაშე

ვხედავ, რომ დღეს ერთადერთი სწორი ადგილი, სადაც უნდა იდგეს ადამიანი, რომელსაც ქვეყანაზე გული შესტკივა და ქვეყნის ინტერესებს აყენებს ყველა სხვა ინტერესზე წინ, არის კოალიციურ ოპოზიციურ გაერთიანებასთან დგომა, იმიტომ, რომ მეორე მხარეს არის სამარცხვინო ჭაობი, სტაგნაცია, შიში, ზიზღი და სიძულვილი , -ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა წევრმა და ქუთაისის ვიცე-მერობის კანდიდატმა, ანა ნაცვლიშვილმა საკუთარი კანდიდატურის წარდგენის შემდეგ სიტყვის გამოსვლისას განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ ქვეყანაში ცვლილებები 30 ოქტომბრის არჩევნების შედეგად უნდა განხორციელდეს.

„ცვლილება არის გარდაუვალი. ჩვენ არ გთავაზობთ უბრალოდ სხვა სახელებს და გვარებს. სხვა პარტიებს და ფერებს, ჩვენ გთავაზობთ გააზრებულ წარსულზე აწყობილ მომავლის ფორმულას. იმას, რამაც არ იმუშავა წარსულში, მაგრამ იმუშავებს იმიტომ, რომ ახლა ეს არის სხვა, ეს არის კოალიცია, ეს არის ძალთა გაერთიანება და პასუხისმგელობის განაწილება“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მისი შეფასებით, დღეს მთელი ქვეყანა დგას უსერიოზულესი საფრთხის წინაშე.

„ტაშს გიკრავთ იმ გადაწყვეტილებისთვის, რომელიც თქვენ ერთხელ უკვე მიიღეთ პირველ ტურზე და მხარი დაუჭირეთ ცვლილებას. ცვლილებას უკეთესი, ნათელი, მზიანი ქუთაისისთვის და საქართველოსთვის. მადლობა ხატიას, მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც შესაძლებელი გახადა კოალიციური მმართველობა. ვინც ძალიან კარგად ვიცით, რომ დღეს, როგორც ქუთაისი, ასევე მთელი ქვეყანა დგას უსერიოზულესი საფრთხის წინაშე. ამ საფრთხეს ჩვენ გავუმკლავდებით მხოლოდ გაერთიანებული რესურსებით, გაერთიანებული ძალებით, განაწილებული ძალაუფლებით და განაწილებული პასუხისმგებლობით თქვენს წინაშე, ისტორიის წინაშე, ჩვენი სამშობლოს წინაშე“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს