ზურაბ ჯაფარიძე - ვებრძვით მონსტრს, რომელიც ყველა შესაძლო ძალებით გვიპირისპირდება - გვჯერა, ქვეყანა წავა კოალიციური მმართველობის გზით

ჩვენ ვებრძვით მართლა მონსტრს, რომელიც ყველა შესაძლო ძალებით გვიპირისპირდება, - ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლებას“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ქუთაისში ოპოზიციის მიერ კოალიციური მთავრობის წარდგენაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში კოალიციური მმართველობა უნდა შეიქმნას.

„ბევრგან გვაქვს შანსი, რომ დავიწყოთ ამ ქვეყნის მოტრიალება და ნელ-ნელა ჭაობიდან ამოყვანა. ამიტომ, ამ არჩევნებს ბევრად უფრო დიდი დატვირთვა აქვს, ვიდრე უბრალოდ ადგილობრივ არჩევნებს. ჩვენ ვებრძვით მართლა მონსტრს, რომელიც ყველა შესაძლო ძალებით გვიპირისპირდება. ცხადია, ჩვენ არ გვაქვს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ამ ქვეყანაში. მიუხედავად ამისა, ჩვენ გვაქვს ახლა ძალიან კარგი შანსი, მათ შორის ქუთაისში, რომ ეს მონსტრი დავამარცხოთ და ქვეყნის შემოტრიალება დავიწყოთ, ეს არის პირველი, რის გამოც მე აქ ვარ. მჯერა, რომ ამ ქვეყნის მომავალი მარლა გადის კოალიციურ მმართველობაზე. ჩვენ ბევრჯერ ვიტრიალეთ ერთი და იგივე წრეზე და ერთპარტიულმა მმართველობამ ამ ქვეყანას ბევრი პრობლემა შეუქმნა. ამ წრეზე აღარ უნდა წავიდეთ, ეს ჩვენ ყველას გააზრებული გვაქვს. მეორე მიზეზი, რის გამოც აქ ვდგავარ, მიუხედავად ჩვენს შორის განსხვავებისა, ჩვენ გადავაბიჯეთ რაღაცებს და შევქმენით კოალიცია, გვჯერა, რომ საბოლოოდ, ეს ქვეყანა წავა კოალიციური მმართველობის გზით. მესამე მიზეზი არის ის, რომ მართლა გულწრფელად მჯერა თვითმმართველობის. მჯერა, რომ საბოლოოდ ძალაუფლება განაწილებული უნდა იყოს არა მარტო შტოებს შორის, არამედ ვერტიკალურად და მჯერა, რეალური თვითმმართველობები ყველგან გვჭირდება, მათ შორის ქუთაისში. ჩვენ ამ წუთში, ამ ქვეყანაში თვითმმართველობა არ გვაქვს“,-განაცხადა ჯაფარიძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო