ნინო ლომჯარია "ქართული ოცნების" წევრების განცხადებებზე - რა შეიძლება ვთქვა? კაი, ჩემო ძმაო, გასაგებია ყველაფერი

რა შეიძლება ვთქვა? - კაი, ჩემო ძმაო, გასაგებია ყველაფერი, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რითაც ომბუდსმენი გამოეხმაურა დღეს მისი მისამართით გაკეთებულ განცხადებებს.

"დღის ბოლოს, მოკლედ რომ შევაჯამო განვითარებული მოვლენები:

სახალხო დამცველმა აიღო ხელისუფლების მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა, რომლის თანახმადაც მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია უნდა განხორციელდეს ისეთ კლინიკაში, სადაც იქნება მრტ, კტ, დუპლერ სკანირების აპარატი;

1. ექსპერტები წავიდნენ ციხის საავადმყოფოში და შეამოწმეს, იყო თუ არა ადგილზე აღნიშნული აპარატურა; აღმოჩნდა, რომ არ იყო, რის შესახებაც საჯაროდ დავწერეთ;

ამას მოყვა შემდეგი რეაქციები:

დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რომ სახალხო დამცველი არის პოლიტიკურად მიკერძოებული;

2. ბ-ნმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ აღარ დაუშვებენ, რომ სახალხო დამცველი აღარ იყოს პარტიის კონტროლის ქვეშ;

3. დედა ქალაქის მერმა ნერვიულად გადაიხარხარა...

რა შეიძლება ვთქვა?

კაი, ჩემო ძმაო, გასაგებია ყველაფერი", - წერს ნინო ლომჯარია Facebook-ზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა