მიხეილ დაუშვილი - სისტემურ კოალიციას არც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და არც „ქართულ ოცნებასთან“ ვქმნით - განვიხილავთ თანამშრომლობას მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტულ ინიციატივებთან დაკავშირებით

ვაგრძელებთ მეორე ტურებში იმ დაწყებულ საქმეს, რომელიც დავიწყეთ. 12 ოლქში, ჩვენი მაჟორიტარი კანდიდატები იბრძოლებენ მეორე ტურში, ამასთან ცაგერში, ჩვენი მერობის კანდიდატი ასევე აგრძელებს ბრძოლას ამ არჩევნებში, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ დაუშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მიხეილ დაუშვილი გამორიცხავს კოალიციის შექმნას როგორც „ქართულ ოცნებასთან,“ ასევე „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან".

მისი თქმით, ერთი პარტია ორიენტირებულია ძალაუფლების შენარჩუნებაზე, ხოლო მეორე - ძალაუფლების ხელში ჩაგდებას ცდილობს.

„ჩვენ, როგორც ასეთი, სისტემურ კოალიციას არ ვქმნით არც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და არც „ქართულ ოცნებასთან.“ ეს ჩვენთვის არის პრინციპულად მიუღებელი, რადგან ორივე ძალა არის ერთპიროვნულ მმართველობაზე ორიენტირებული, მონოპოლისტურ ძალაუფლებაზე ორიენტირებული პოლიტიკური მხარეები არიან, რომელთა ამოცანა არის, ერთი მხრივ შეინარჩუნონ ძალაუფლება, მეორე მხრივ ხელში ჩაიგდონ ძალაუფლება.

ჩვენ განვიხილავთ მხოლოდ და მხოლოდ თანამშრომლობას კონკრეტულ ინიციატივებთან, კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, რომელზეც ჩვენ დავინახავთ, რომ ეს საკითხი თუ პროექტი ორიენტირებული არის ადამიანებზე, ჩვენი მოქალაქეებისა და სახელმწიფო ინტერესებზე. სისტემურ კოალიციას არც ერთთან არ განვიხილავთ“, - განაცხადა დაუშვილმა.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის მერობის კანდიდატის, ხატია დეკანოიძის ინიციატივას, ქუთაისს საპარლამენტო სტატუსი დაუბრუნდეს, მიხეილ დაუშვილმა აღნიშნა, რომ „ფაზლის ნაგლეჯებს უნდა ვუყუროთ მთლიანობაში.“

„კონკრეტულ ცალკე აღებულ ინიციატივებზე ხომ არ არის, რომ სადღაც სტატუსი აღადგინო და ა.შ.

ჩვენ ხომ არ უნდა ვუყუროთ ფაზლის ნაგლეჯებს, ჩვენ უნდა ვუყუროთ ამ ფაზლს მთლიანობაში. ერთ მხარეს „ოცნებაა,“ მეორე მხარეს „ნაციონალური მოძრაობა“ - ისინი ცდილობენ პატარა პარტიების შესრუტვას და საბოლოო ჯამში ცდილობენ, რომ მხოლოდ თვითონ დარჩნენ პოლიტიკურ ველზე - ერთმა შეინარჩუნოს ძალაუფლება, მეორემ ჩაიგდოს ხელში“, - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

არმაზ ახვლედიანი - რაც „ნაცმოძრაობაში“ ხდება, „ქართული ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს, ამას „ნაცმოძრაობის“  ხელმძღვანელები ვერ ხვდებიან? თუ ვერ ხვდებიან, მაშინ რა უნდათ პოლიტიკაში?
ქართული პრესის მიმოხილვა 08.02.2023
რამაზ საყვარელიძე - საქართველოს რუსეთისკენ მოძრაობის მოტივს ვერ ვხედავ, სამაგიეროდ ვხედავ რუსეთის მოტივს, დაარწმუნოს ყველა, რომ საქართველო მისი ისეთი კარგი მეგობარია, რომ მოსკოვი ფრენებსაც კი აღადგენს
ნათია სონღულაშვილი - ყველა ის გარანტია, რომელსაც სპეციალური საგამოძიებო სამსახური არასათანადო მოპყრობის მსხვერპლს სთავაზობს, გაზრდის მსხვერპლის ნდობას სამსახურისა და თითოეული გამომძიებლის მიმართ
მსოფლიო ჩემპიონატის წინ სილქნეტი სათხილამურო ფედერაციასთან ერთად მედიას შეხვდა
კრედო ბანკსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის ქართული ბიზნესების მხარდასაჭერად ხელშეკრულება გაფორმდა
„საქართველოს საბანკო ასოციაცია“ განცხადებას ავრცელებს
რეკრუტინგის პირველი ქართული აპლიკაციის - Awork Business App-ის პრეზენტაცია 2 თებერვალს, King David-ში გაიმართა
Apple-ისთვის პროგრამული ენის შესასწავლად BTU IOS LAB-ში საბავშვო კოდინგის კურსი დასრულდა
ბორუსან კატმა კოლეჯ „სპექტრში“ სასწავლო ცენტრი გახსნა