ჯო ბაიდენი საერთაშორისო მოგზაურების ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ახალ წესებს აწესებს და არსებულ შეზღუდვებს აუქმებს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც აწესებს ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ახალ მოთხოვნებს უცხო ქვეყნებიდან ჩასული ავიამგზავრების უმეტესობისთვის და ხსნის ჩინეთთან, ინდოეთთან და ევროპის დიდ ნაწილთან მოქმედ შეზღუდვებს.

თეთრი სახლის ინფორმაციით, ცვლილებები 8 ნოემბრიდან ამოქმედდება.

ახალი წესების თანახმად, საჰაერო გზით აშშ-ში დაიშვებიან სრულად ვაქცინირებული უცხოელი მოგზაურები ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტით და კორონავირუსზე ტესტის ნეგატიური პასუხით.

ამასთან, გამონაკლისი შეეხება 18 წლამდე ასაკის მოგზაურებსა და გარკვეული სამედიცინო პრობლემების მქონე პირებს. არატურისტული მიზნით 50-მდე ქვეყნიდან ჩასულ მგზავრებს, მათ შორის ნიგერიიდან, ეგვიპტიდან, ალჟირიდან, სომხეთიდან, ლიბიიდან და ა.შ., სადაც ქვეყნის მასშტაბით ვაქცინაციის მაჩვენებლები 10%-ზე ნაკლებია, ასევე უფლება ექნებათ გათავისუფლდნენ წესებისგან, თუმცა იმ პირებმა, რომლებსაც გამონაკლისი შეეხებათ, შეერთებულ შტატებში ჩასვლიდან 60 დღის განმავლობაში ვაქცინაცია უნდა ჩაიტარონ.

საერთაშორისო ავიამგზავრებმა უნდა წარადგინონ უარყოფითი კოვიდ-19 ტესტის პასუხი და ტესტი ჩატარებული უნდა იყოს გამგზავრებამდე სამი დღის განმავლობაში. არავაქცინირებულმა ამერიკელებმა და უცხო ქვეყნების მოქალაქეებმა, რომლებსაც გამონაკლისი შეეხებათ, კოვიდ -19-ზე ტესტი გამგზავრებიდან ერთი დღის განმავლობაში უნდა ჩაიტარონ.

აშშ-ის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრში აცხადებენ, რომ უცხოელი მოგზაურებისთვის მისაღები იქნება აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების სააგენტოსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ყველა ვაქცინა.

იხილეთ ვიდეო: ჯო ბაიდენი საერთაშორისო მოგზაურების ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ახალ წესებს აწესებს და არსებულ შეზღუდვებს აუქმებს

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია