თსუ-ში პუბლიკაციის - „შვიდი ნაბიჯი ევროკავშირის გასააზრებლად“ პრეზენტაცია გაიმართა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის (EPLO) რეგიონული წარმომადგენლობის ერთობლივი პუბლიკაციის „შვიდი ნაბიჯი ევროკავშირის გასააზრებლად“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, EPLO რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იოსებ ნანობაშვილი, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, პროფესორები და სტუდენტები ესწრებოდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

„შვიდი ნაბიჯი ევროკავშირის გასააზრებლად“ არის ძალიან კარგი აღწერა იმისა, თუ რა გზით უნდა იაროს საქართველომ, რომ შეასრულოს დანაპირები და გახდეს ევროგაერთიანების წევრი. ეს არის EPLO-სა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი პროდუქცია და მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ თანამშრომლობას,“ - განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.

თსუ-ს ინფორმაციით, პუბლიკაცია იძლევა ევროკავშირის შესახებ იმ აუცილებელ ცოდნას, რომელიც საჭიროა ევროკავშირის, როგორც უნიკალური საერთაშორისო სუბიექტის, მისი ინსტიტუციონალური მოწყობისა და გადაწყვეტილების მიღების მექანიზმის, ასევე, ევროკავშირში გაწევრიანების ტრაექტორიის გასააზრებლად. პუბლიკაცია ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ასოცირებული ქვეყნების პერსპექტივიდან განიხილავს ევროკავშირსა და მის ევროპულ სამეზობლოს შორის ურთიერთობებს, ადარებს აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე სახელმწიფოებისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროპული ინტეგრაციის პროცესებს, იძლევა კონკრეტულ რეკომენდაციებს ასოცირებული ქვეყნების ევროკავშირის გაფართოების პროცესში ჩართვის პრაქტიკულ ნაბიჯებთან დაკავშირებით.

ასევე, პუბლიკაცია აღწერს ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებს შორის საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ კომპეტენციათა გამიჯვნას კანონშემოქმედებით სფეროში და პრაქტიკულ ჭრილში განმარტავს ევროკავშირის ინსტიტუტების როლს ამ პროცესში.

„წარმოდგენილი პუბლიკაცია არის EPLO სამხრეთ კავკასიის ფილიალის პირველი პროდუქციის პრეზენტაცია, რომელიც მნიშვნელოვანია როგორც საუნივერსიტეტო საზოგადოებისთვის, სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით, სტუდენტებისთვის და პესონალისთვის, ასევე სამოქალაქო სექტორისთვის. აღნიშნული პუბლიკაცია კიდევ უფრო დაგვეხმარება არა მარტო ცნობიერების ამაღლებაში, არამედ სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით უკეთესი ანალიტიკური უნარების, სიახლეებისა და იმ სიტუაციის შესაფასებლად, სადაც დღეს ჩვენი ქვეყანა იმყოფება“, - აღნიშნა ნუნუ მიცკევიჩმა.

„ეს არის სახელმძღვანელო, რომელიც ჩვენი საგამომცემლო ჯგუფის თავლსაზრისით მორგებულია აღმოსავლეთ პარტნიორებისა და კონკრეტული წევრების ინტერესებსა და გამოწვევებს და შედგენილია იმდაგვარად, რომ იგი სასარგებლოა არა მხოლოდ სტუდენტებისთვის, არამედ საჯარო სექტორში დასაქმებული პირებისთვის და ასევე აკადემიური, პროფესიული თუ სოციალური ჯგუფებისთვის“, - განაცხადა იოსებ ნანობაშვილმა.

„საქართველოში ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის რეგიონული წარმომადგენლობა საქართველოს მთავრობის, EPLO-ს და თსუ-ს ერთობლივი გადაწყვეტილების საფუძველზე გაიხსნა და ევროპულ ქვეყანათა თანამეგობრობაში საქართველოს ინტეგრაციის ხელშემწყობი საგანმანათლებლო-კვლევითი კომპონენტის შექმნას ისახავს მიზნად. რეგიონული წარმომადგენლობა არის ერთგვარი ფორმატი, სადაც ევროპელი ექსპერტების, მეცნიერების და პრაქტიკოსების ჩართულობით განხორცილდება კვლევები, ტრენინგები, შეიქმნება საგანმანათლებლო პროგრამები, მათ შორის საჯარო სამსახურებისთვის იმ საჭიროებებისა და გამოწვევების გათვალისწინებით, რაც ევროინტეგრაციის პროცესს უკავშირდება. სამუშაო პროცესში აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის წევრი ქვეყნების, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების მეცნიერები, მკვლევრები და პრაქტიკოსები.

საქართველო EPLO-ში 2010 წელს გაწევრიანდა, 2020 წლის 13 აგვისტოს კი ამოქმედდა შეთანხმება რეგიონული წარმომადგენლობის გახსნის შესახებ, რაც კიდევ ერთი ხელშემწყობი ფაქტორი იქნებოდა საქართველოში ევროპული ფასეულობების განმტკიცების, ევროპის საჯარო სამართლის პრინციპების და საჯარო მმართველობის საუკეთესო პრაქტიკის დასანერგად“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ზურაბ ბატიაშვილი - დასავლეთში მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ამ ომში უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს და ეს 2023 წელს მოხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2023
ფარხად მამედოვი - აზერბაიჯან-სომხეთის მოლაპარაკებები შეიძლება შედგეს თბილისში, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ძირითადი მოდერატორი ამერიკა იქნება და არა ევროკავშირი
ხელოვნური ინტელექტი და სწავლების მეთოდები - BTU მასშტაბურ კვლევას იწყებს
ქართული ბიზნესკომპანიები უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობენ
Glovo და TNET საქართველოში ახალ ტექნოლოგიურ რეალობას ქმნიან
ხელოვნური ინტელექტის ინოვაციური პროდუქტის ChatGPT-ს შესახებ BTU-ში დისკუსია გაიმართა
Wolt საქართველოს მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდი მალე გერმანიასაც მოემსახურება
“ლიბერთი” განათლების ხელშეწყობას აგრძელებს
წიგნი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერ დაიწერა BTU-ში წარადგინეს