ამირან გამყრელიძე ჟურნალისტებს - მოხსენით ეს თემა, რომ მე ვინმე მიპირისპირდება ან მე ვუპირისპირდები

ამირან გამყრელიძე არავის უპირისპირდება - მოხსენით ეს თემა, რომ მე ვინმე მიპირისპირდება, ან მე ვუპირისპირდები", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რატომ ვერ მოახერხა მან პრემიერის დარწმუნება, რომ გარკვეულ ჯგუფებში სავალდებულო გახდეს იმუნიზაცია.

როგორც გამყრელიძე განმარტავს, საკოორდინაციო საბჭოზე ყველა თავისუფლად გამოთქვამს თავის მოსაზრებებს.

„ამირამ გამყრელიძე არავის უპირისპირდება, მითუმეტეს, იცით, რომ მე პოლიტიკურ განცხადებებს არ ვაკეთებ. პოლიტიკურ პიროვნებებს და ადამიანებს, ვისაც საქართველოს პოლიტიკაში ყველაზე წამყვანი ადგილი უკავია, მათ არ დავუპირისპირდები. მოხსენით ეს თემა, რომ მე ვინმე მიპირისპირდება ან მე ვუპირისპირდები. საკოორდინაციო საბჭო იმიტომ არის კოლეგიალური ორგანო, იმიტომ არის მულტისექტორული, რომ თავისუფლად გამოთქვამს ყველა თავის მოსაზრებებს. საკმაოდ გამოცდილება მაქვს, სამეცნიერო, საექიმო, პედაგოგიური და ჩემს გამოცდილებას ვუზიარებ. ეს ამირან გამყრელიძის, ერთი ჩვეულებრივი ექიმის მოსაზრებაა, რომელსაც სერიოზული თანამდებობა უკავია", - აღნიშნავს გამყრელიძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა